Digest Logo

„იძიეს შური დიდი მაესტროს ლუბიმჩიკის კარიერის დანგრევის გამო?“ - რუსუდან გოცირიძე თამარ მაყაშვილზე

1667312908
რუსუდან გოცირიძე და თამარ მაყაშვილი

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე მსახიობ თამარ მაყაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. სასულიერო პირი მის სპექტაკლიდან მოხსნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესები სიმუხთლეა.

ახლა, ჩვენი სამართლიანი აღშფოთებით (ძალიან აღვშფოთდი და ძალიან ცუდად მოიქცნენ ნამდვილად!) უნდა ისარგებლონ და შური იძიონ მაყაშვილების ოჯახზე ? იძიეს შური დიდი მაესტროს ლუბიმჩიკის კარიერის დანგრევის გამო?

არასოდეს არაფერზე ჰქონიათ ასეთი მყისიერი რეაქცია სახელმწიფო წარმომადგენლობას და კულტურის მესვეურებს და უცებ, გუშინდელ ამბავს დღევანდელი სასჯელი მოაყოლეს!

სიმუხთლეცაა და სიმუხთლეც!

თუ ვინმე სხვანაირად ხედავთ, თუ ფიქრობთ, რომ დღეს გამოეღვიძა ამ ქვეყანას და ხალხის ხმას დაუგდო ყური, მეც დამანახვეთ აბა? მარტო მე მცემს პოლიტიკური ანგარიშსწორების სუნი? “, - წერს რუსუდან გოცირიძე.

ცნობისთვის ტელეკომპანია იმედის ეთერში მსახიობმა  თქვა: „არასდროს ვაცმევდი ამათ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე, კატოს არ აცვია ხულოელი ბავშვივით, რაღაც საშინელი ბეშუმური კაბა“.

თავად ტელეკომპანია „იმედი“, შექმნილი უხერხულობის გამო, წუხილს გამოთქვამს და ადასტურებს პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც რესპონდენტის მიერ ეთერში ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გემუდარებით, გადამირჩინეთ შვილები“ - მანანა არჩვაძე-გამსახურდია მიმართვას ავრცელებს

🔵„გილოცავთ, ოფიციალურად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან ქვეყანაში ვცხოვრობთ“ - ლუკა ნაჭყებია

🔵🎥 „წყალი ყინულივით ცივი იყო“ - რა კადრებს აქვეყნებს ნანუკა სტამბოლიშვილი