Digest Logo

„იმდენი კი ჩამირიცხეს, რომ გაჭირვებულს ყველას გეპატიჟებით კარგ ხაჭაპურზე და ნატურალურ წვენზე“ - მამა ლევანი

1700677977
მამა ლევანი

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

„ხვალ, გიორგობას არის ჩემი ტაძრის დღესასწაული, ეს დღე ისე მიყვარს, ჩემი კალენდარი, ასტრონომია.

ყველაფერი აქედან იწყება. ბევრისგან მსმენია, რომ სურვილი აქვთ ჩვენ ქალაქის საუკეთესო კაფე რესტორან Mil Georgia-ში შესვლის, მაგრამ გაჭირვება, შეძლებულებიც უმეტესად თავისნაირს ეპატიჟებიან და მოკლედ ვერ ხვდებიან რა. გუშინ რომ ვიწუწუნე კახელების „შემშურდა“ ტაძრის დღესასწაულებზე 500-600 კაცს მასპინძლობენ -მეთქი, მე ჯერ ეგეთი შემომწირველები არ მყავს, რომ კასპის ყველაზე დიდ დარბაზში გავშალო და დავპატიჟო გაჭირვებულიც და დალხენილიც, მაგრამ იმდენი კი ჩამირიცხეს, რომ გიორგობას გაჭირვებულს თუ არა გაჭირვებულს ყველას გეპატიჟებით მილ ჯორჯიაში კარგ ხაჭაპურზე და ნატურალურ წვენზე.

მობრძანდით, უთხარით მამაომ დაგვპატიჟაო, იქ უკვე გელოდებიან და მოგართმევენ.

ტაძრის ეზოში კი სკოლის ჩათვლით ყველა ბავშვს შოკოლადებს მოგცემენ.

კასპელებს გთხოვთ გააზიარეთ ეს ინფორმაცია“, - წერს მამა ლევანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მეგობარმა ამაღებინა ვალი, საზღვარგარეთ წავიდა და სახლის გაყიდვა მომიწია“ - რას ჰყვება მედეა ლორთქიფანიძე

🎥 „მძინარე ჩემს ქმარს ჩუმად მოვპარსე ულვაში და სამაგიერო გადავუხადე“ - რას იხსენებს მედეა ლორთქიფანიძე

🎥 „ამ ტანჯვას ხშირად ვერ ვუძლებთ, ამიტომ დაგთმე. მაპატიე...“ - რას ამბობს გია სურამელაშვილი