Digest Logo

🎥 „ის, რომ პეპლები გიფრინავს მთელი ცხოვრება ერთ ადამიანზე რანაირად ხდება, მასწავლეთ, რა“ - რას ამბობს რუსკა მაყაშვილი

1745764725
რუსკა მაყაშვილი

ყველასთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ცოტა ხნის წინ, ყვითელ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი მეუღლეს დაშორდა და შვილებთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყო. ფაქტი თავად რუსკას არც უარუყვია და არც დაუდასტურებია.

ახლახან ის ერთ-ერთი პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც სიყვარულზე ისაუბრა:

„სიყვარულის ფაზების უფრო მჯერა. ალბათ, არსებობენ ადამიანები, ვინც მუდმივად შეყვარებულები არიან ერთი და იგივე პარტნიორზე, მაგრამ ჩემი აზრით, თავიდან არის სიყვარული, ვნება და შემდეგ გადადის შეჩვევაში, დამეგობრებაში, პატივისცემაში და ყველაფერი ისეა აზელილი, ეძახი სიყვარულს.

ის, რომ პეპლები არ გიფრინავს მთელი ცხოვრება ერთ ადამიანზე რანაირად ხდება, მასწავლეთ, რა“, - ამბობს რუსკა მაყაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„11 წლის წინ მე წავაგე ჩემი დებიუტი...“ - რას წერს მერაბ დვალიშვილი?

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

⭕„დიდი ტრანსფერი“ - პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა, ცნობილია კონტრაქტის პირობებიც