Digest Logo

ისტორიულად ეგრეა, ხმას ვაძლევთ ჩვენს გაუსაძლის ყოფას - ნაჯა ორაშვილი

1606402103
რეჟისორი და სცენარისტი

კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ მოქალაქეებისთვის  გაცემული დახმარებები არასაკმარისია. 

ორაშილის აზრით, მმართველი გუნდი ხალხის საჭიროებებსა და კეთილდღეობაზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნაზე რომ ფიქრობდეს, ეს თანხები ეკონომიკური გაძლიერებისთვის უნდა გადანაწილებულიყო.

„საყოველთაო ჩაკეტვის ფონზე, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი სოციალურად დაუცველი პირებისთვის 100 ლარი (25€), ხოლო უმუშევრად დარჩენილებისთვის 200 ლარი (50€) განისაზღვრა და ამის პრალელურად პოლიტიკური პარტიების რიგი დგას იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარით დაფინანსდნენ.

ესენი ხალხის საჭიროებებსა და კეთილდღეობაზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნაზე რომ ფიქრობდნენ, მინიმუმ კეთილი ნება მაინც იარსებებდა ეს თანხები სოციალურად ჩაგრული ჯგუფების მდგომარეობის შესამსუბუქებლად და საზოგადოების ეკონომიკური გაძლიერებისთვის გადანაწილებულიყო.

მაგრამ ისტორიულად ეგრეა, ხმას ვაძლევთ ჩვენს გაუსაძლის ყოფას“, - წერს ნაჯა ორაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

გათხოვილი ქალების ნაწილს ორგაზმი არასდროს განუცდია - რჩევები გინეკოლოგისგან აქტუალურ პრობლემებზე

იცით, ვინ აკონტროლებს თქვენს ინტიმურ მიწერ-მოწერას? - სოსო გოგაშვილი განგვიმარტავს

მოვიხმარდი ალკოჰოლს, ეს უნდა დამთავრებულიყო - ახლა ძალიან დიდი ვალი მაქვს - კოტე მათითაშვილი