17 მარტს მომღერლის ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა.
მისი მეუღლე მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ქმრის გარდაცვალების წუთებს იხსენებს:
„ცხრა დღე შესრულდა, ცხრა დღე, რომელმაც ცხრა წლით დამაბერა.
წარმოუდგენელი სიცარიელეა ირგვლივ. მაინც რა დამთხვევაა - სულ რაღაც რამდენიმე საათშია განსხვავება შენსა და პატრიარქის გარდაცვალებას შორის, ჯერ შენ გაგიჭირდა სუნთქვა, მერე მას, ჯერ შენთან ვერ იჭერდნენ წნევას, მერე მასთან, ჯერ შენი გული გაჩერდა, მერე პატრიარქის.
სიზმარიც ასეთი ვნახეთ. არადა განსაკუთრებულად გიყვარდა და უდიდეს პატივს სცემდი პატრიარქს. ცხრა აპრილს, მთავრობის სახლთან მის ზურგს უკან იდექი ხელებგაშლილი და მახსოვს, როდესაც გაზეთი მოიტანე, სადაც პირველ გვერდზე ეს კადრი იყო აღბეჭდილი, მითხარი, ეს იყო საოცარი წუთები მასთან სიახლოვის შეგრძნებისო და მთხოვე, ეს ისტორიაა და შეინახე რომ ბავშვებმა ნახონო.
ეს პატივისცემა გაგიმძაფრა იმ სიყვარულმა, რომელსაც პატრიარქი ლევანიკოს მიმართ იჩენდა - როგორ გარბოდა, როდესაც დაურეკავდნენ და ეტყოდნენ, პატრიარქს უნდა „დაიგვიანეს” - იმღეროო“. შემდეგ „თუშური” მოეწონა და აუცილებლად ორივე სიმღერა უნდა მოესმინა.
დღეს ლევანიკოსთვის „სამაგალითო და საამაყო“ მამა და მისი უსაყვარლესი პატრიარქი ერთ გზას გადიან, გზა, რომელიც მათ აუცილებლად ერთმანეთს შეახვედრებს და დარწმუნებული ვარ, ისევ მრავალჯერ უმღერებს საყვარელ სიმღერებს და „შალვოვიჩი “ იქაც იამაყებს თავისი შვილით.
მეკი ისღა დამრჩენია დაველოდო მათთან შეხვედრას“, - წერს მელიტა ფურცელაძე.
ცნობისთვის, 2023 წლის 21 ივნისს ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა.
ასევე დაგაინტერესებთ:
✨ შინაგანი თავისუფლების მანიფესტი: რაზე ზრუნავს სულიერი ადამიანი?