
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
მან ამჯერად მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმასთან დაკავშირებით და ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესახებ საუბრობს:
„დონალდ ტრამპი: „ირანელებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, სხვა არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს საკუთარი თავის პატივისცემა და უნდა დაგარტყათო. მე ეს მათ გავუგე, ჩვენ დავარტყით და მათაც ხომ უნდა ექნათ რამე“, წინასწარ, ასევე გვითხრეს რომ გამოუშვებდნენ რაკეტებს, მადლობა მათ ამისთვის“.
მოკლედ, გაგიჟება შეიძლება, ხალხი ამ ომში იხოცება, ზოგს კიდე ეხუმრება, ზოგსაც ეზეიმება. აბსოლუტურად არა ადეკვატური პრეზიდენტი მართავს ამერიკას, ამის თქმა თამამად შეიძლება.
გუშინ ბევრს ეჭვი შეეპარა, როგორც ჩემს, ასევე ჩემი კოლეგების სიტყვებში, თუ ირანი გამოიყენებდა ბალისტიკურ რაკეტებს და აგერ ბატონო ... ვთქვი და გამოიყენა კიდეც. შეიძლება ყველა მათგანი განეიტრალდა, თუმცა ირანი გაისროდა აუცილებლად.
იმისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი შეაფასოს ადამიანმა, ჯერ ამ არეალის ისტორია უნდა იცოდე, წლები ჩემი სამუშაო თემა იყო ეგ მიდამო და ვინც არიან ეგენი კარგად მომეხსენება.
ასევე, რატომ უნდა დამყარდეს ან ერთი ან მეორე მხარის სრული კონტროლი მაგ მიდამოში გაუგებარია. ან ამ ირანის დაბომბვით და ატომურ ელექტროსადგურებზე იერიშის მიტანით რომ გასკდეს ეგ ობიექტები და რადიაციამ გამოჟონოს თქვენ ეხუმრებით რა მოხდება? ხან და ხან, ისეთები იწერება და ისე უხარია ზოგიერთს ეს ომი რომ აშკარად ვერ აფასებენ შექმნილ სიტუაციას კარგად.
დღეს აგერ ეთერში იყო გამოსული და აღარც მალავენ ებრაულ ერთ-ერთ არხზე ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრი: ,,ამიხაი ელიაჰუ“ და ამბობს: ,,ირანის განადგურების შემდეგ, მსოფლიო ებრაული ღირებულების შესაბამისად იქნება მოწყობილი, როგორც ამ ხალხს შეშვენის“.
თანამედროვე ებრაელები, კონკრეტულად, ვინც არიან უშუალოდ მაღალ უწყებებში, ესაა სიონიზმი. სიონიზმის ისტორია ვინმეს აქვს წაკითხული? სიონიზმსა და იმ უბრალოდ ებრაელ ხალხს შორს, რომლებსაც არაფერს ვერჩი უდიდესი სხვაობაა და ეს როგორმე უნდა გააცნობიეროთ.
სიონიზმი მსოფლიოს სიბოროტეა!
და სიონიზმი, ისევე როგორც აგრესიული ისლამი, ხაზს ვუსვამ, ისევე, როგორც აგრესიული ისლამი დამღუპველია და ამ ომში ადამიანი უნდა გულშემატკივრობდეს იმას, რომ როგორმე ეს ორი მხარე მიუჯდეს დიპლომატიის მაგიდას და შეწყდეს ამხელა კონფლიქტი. ნუ გგონიათ, რომ ირანში რევოლუციით მორჩება ყველაფერი, ზუსტად მანდედან გაიშლება მორიგი სამიზნეების სია.
ეს არაა ჩემი ვარაუდი, ჩემი ვარაუდი არაფერი შუაშია, ესაა რეალობა და ვიცი, როგორც ერთი, ასევე მეორე ფრთის ფილოსოფიური დედანი!
ამ თემაზე მეტს აღარაფერს ვიტყვი, რაც მითქვამს ბოლო წლების მანძილზე, ყველაფერი ზუსტად მასე მიდის.
ღმერთმა ქნას ეს ომი მალე დამთავრდეს და გისურვებთ მშვიდობას თქვენ და თქვენს ოჯახებს, ვინც დაძაბულობის ეპიცენტრში ხართ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.