უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს რომ ქართული წარმოების უმრავლესობა უხარისხოაა, რადგან პროდუქტის დაფასოება და შენახვაც კი არ იციან. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ვადიან პროდუქტში რაიმე მწერია ან თავად შიგთავსია გაფუჭებული.
„ე.ი. ბურღულეულს თუ ვყიდულობ საქართველოში დაფასოებულს, შანსი არაა ჭია და ჩრჩილი არ გაუჩნდეს. ჯერ მეგონა, მე ვერ ვინახავდი სათანადოდ და მაგის თავიდან ასარიდებლად ვიყიდე შუშის ჰერმეტული ჭურჭელი ყველაფრისთვის. მაგრამ მთლად გაუხსნელ შავ ბრინჯში რომ თავისით გაჩნდა ჭია რამდენიმე კვირაში, მივხვდი, რომ საქართველოში რაც გადაფუთეს, არსად შენახვის და ჰიგიენის წესები არ დაიცვეს. ეს არასდროს ემართება ევროპულ იმპორტულ საქონელს.
ანუ შენახვაც კი არ ვიცით ბურღულეულის და თხილეულის, რომ სუფთად დავაფასოოთ. ან მაგაშიც ეკონომიას აკეთებს ქართული ბიზნესი, რომელიც არც კი აწარმოებს ამ პროდუქციას, არამედ უმეტესად რუსეთიდან ყიდულობს და მერე ფუთავს.
ხოდა, მორჩა ჩემი მცდელობა, რომ მაგ გადაფუთვის ლოკალურ ბიზნესს დავეხმარო. მირჩევნია, მეტი გადავიხადო ევროპულში, ის მაინც მეცოდინება, რომ სუფთაა, გარჩევა არ სჭირდება და არ დაჭიანდება.
ხარისხიანად მუშაობა თუ არ ვისწავლეთ, კიდეც დავრჩებით რუსეთის გუბერნიად, რაც უკვე ვართ. არ გჯერათ? შედით ნიკორასა და სპარში და დააკვირდით, სადაა წარმოებული პროდუქცია - 90% რუსეთში. ქართული წარწერებიც მხოლოდ შეფუთვის გამო აქვს პროდუქციას, თორემ ნაწარმოები რუსეთშია.
რუსული ყველაფერი ხოა ხლამი და ჩვენ თუ ვფუთავთ, ჭიანი ხლამი გამოდის ბოლოს. მაგიტომ მინდა ევროპა, რომ გაუბედურებულ, უხარისხო და პესტიციდებით მოწამლულ საკვებში არ ვყრიდე ფულს.
ევროკავშირი - ხარისხის კავშირია პირველ რიგში“, - წერს ბაია პატარაია.