Digest Logo

„კიდევ ერთი გამოწვევის დრო დადგა ჩემს ცხოვრებაში... მიხარია, მადლიერი ვარ და თან ამაყიც“ - სოფო გორელაშვილი გადაცემას „აკუსტიკა“ წაიყვანს

1728207879
აკუსტიკააკუსტიკა

გადაცემას „აკუსტიკა“, რომელსაც საქართველოში ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს, ამიერიდან მსახიობი სოფო გორელაშვილი და პროექტის პროდიუსერი გიორგი ასანიშვილი წაიყვანენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მსახიობმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და შემოქმედებით გუნდს მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთი გამოწვევის დრო დადგა ჩემს ცხოვრებაში, ულამაზესი და უმშვენიერესი გამოწვევის.

აი, რომ გეკითხებიან სად ხედავ შენ თავს 5 წლის მერე? არასდროს მქონდა პასუხი.
ვიცოდი რა მინდოდა, ჩემთვის მშვიდად, მაგრამ როგორ მოხდებოდა ან რა გზა უნდა გამევლო არ ვიცოდი…გავიარე🙂‍↕️

დღეს მე მიხარია, მადლიერი ვარ და თან ამაყიც, რომ იმ გუნდის ნაწილი გავხდი, რომლის პროექტებსაც ძალიან დიდი ხანია თვალს ვადევნებ და მიმაჩნია, რომ ერთერთი ყველაზე გემოვნებიანია საქართველოში.

ეს ადამიანები ქმნიან ჯადოსნურ აკუსტიკას და მადლობა, რომ თქვენს აკუსტიკურ ოჯახში ასე თბილად მიმიღეთ“, - წერს სოფო გორელაშვილი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ლელა წურწუმიამ კესარია აბრამიძეს სიმღერა მიუძღვნა - „ჩუმად ნათქვამი“

„თბილისობა 2024“ გრძელდება - დღევანდელი პროგრამა

„თბილისობა“ 4 შვილთან ერთად - რა კადრებს აქვეყნებს ბექა ხოფერია