ლეგენდარული ბრიტანელი სუპერმოდელი, მსახიობი და გლობალური მოდის ხატება, რომლის წარმატებული კარიერა სამ ათწლეულზე მეტს ითვლის, 26 სექტემბერს საქართველოში ჩამოვა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში biletebi.ge ავრცელებს:
„26 სექტემბერს - მთაწმინდის პარკში, Mono Hall და Boom Boom Booking Angecy წარმოგიდგენთ, ლეგენდარულ ბრიტანელ სუპერმოდელს, დიჯეის ამპლუაში - NAOMI CAMPBELL“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიება ჩატარდება, მთაწმინდის პარკში, ღია სივრცეში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ნაომი კემპბელის სცენაზე, გამოსვლის დრო, დაანონსდება ღონისძიებამდე 1 კვირით ადრე.
ცნობისთვის, მოდის გარდა, ნაომი აქტიურად არის დაკავებული მუსიკითა და კრეატიული ინდუსტრიებით, იგი წარმატებით მოღვაწეობს როგორც დიჯეი და ექსკლუზიურ მუსიკალურ სეტებს, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე აჟღერებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვინ იყო 35 წლის კაცი, რომელსაც ჩაქვში მატარებელი დაეჯახა
⭕„საოცრად ლამაზი ხარ“ - ბაბი კირკიტაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
🎥 „მაქვს პატივი, ვიყო მიწვეული საერთაშორისო ძიუდოს სემინარზე“ - რა კადრებს აქვეყნებს ლაშა ბექაური