Digest Logo

„მადლობა ჩემს გულწრფელ გულშემატკივარს, მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაც და დამარცხებაც ყველაფერი ეს ღმერთის ნება იყო“ - ლაშა ბექაური

1684058744
ლაშა ბექაური

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის მეხუთე საშეჯიბრებო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ასპარეზობდა, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე, რომლებმაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ლაშა ბექაურმა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონია, იაპონელი კოსუკე მაშიამა იპონით, ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში კი კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი 23 წამში ულამაზესი გდებით და იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ დავლატ ბობონოვს შეხვდა, მაგრამ წააგო, რადგან მსაჯებმა თავის გამოყენება დაუფიქსირეს და წაგება ჩაუთვალეს. ბექაური ბრინჯაოსთვის ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს შეხვდა და წუთსა და 6 წამში იპონით იმარჯვა, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ლაშასთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ბრინჯაოს მედალია.

აღნიშნული ბრძოლის შემდეგ სპორტსმენმა პირველი კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა.

„მე იმ 300-ის შთამომავალი ვარ! საქართველოს შვილი, იმ გმირი წინაპრების სისხლი ჩემშია ვგრძნობ, ვგრძნობ, რომ საქართველო ჩემშია და ყოველ წამს ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველად დავიბადე, ამისთვის უდიდესი მადლობა უფალს!

უდიდესი მადლობა ქართველ ხალხს, უდიდესი მადლობა ჩემს გულწრფელ გულშემატკივარს, მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაც და დამარცხებაც ყველაფერი ეს ღმერთის ნება იყო.

მადლობა ღმერთს ქართული იყო ფინალი და მადლობა ღმერთს დღე ქართული ჰიმნით დასრულდა. ძლიერი მაშინ ვიქნები თუ უფრო ძლიერი ვიქნები ხვალ! და შევძლებ მივიღო მარცხი ისე ვაჟკაცურად როგორც გამარჯვება , ქართველობა რთულია და მიხარია თუ ჩემი საქმით შემიძლია ვიქართველო,შემიძლია სიხარულის ცრემლებით გატიროთ და სახეზე თუნდაც რამდენიმე წამით ღიმილი მოგანიჭოთ.

მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ!ვიომებ იქ სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები და კიდევ ერთხელ მიყვარხართ! მადლობა უფალს იმისთვის რომ მომცა ის რითაც შემიძლია ჩემი სამშობლო ვაამაყო და ჩემებმა იცოდნენ, რომ მათ ჰყავთ ლაშა ბექაური პატარა და „ყველაზე დიდი ქვეყნიდან“, რომელიც მსოფლიოს აზანზარებს“, - წერს ლაშა ბექაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„აი, ნახავთ, ქართველები ვერ აიტანენ ამას და ატყდება ერთი ამბავი“ - ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება

🔵თიკა ფაცაცია მაიამის სანაპიროდან პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს - „ოჰ, რა ქალია!!“

🔵„დაუჯერებელია, როგორ სწრაფად გარბის დრო“ - მარიკა ბაკურაძისა და ვახო სანაიას შვილი იუბილარია