Digest Logo

„მამა არის პირველი კაცი, რომელიც გოგოს სულში საკუთარი თავის რწმენის თესლს თესავს, ჯანსაღი მამა არ ნიშნავს იდეალურ ადამიანს“ - ფსიქოლოგი

1774847004
ფსიქოლოგი ნანა დგებუაძე

კვლევები აჩვენებს, რომ მამასთან ჯანსაღი კონტაქტი პირდაპირ კავშირშია გოგონას წარმატებასთან, კარიერასა და ლოგიკურ აზროვნებასთან. მამა ხშირად არის ის, ვინც ახალისებს „გამოწვევებს“.

მამის როლზე გოგო შვილის ცხოვრებაში, სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე საუბრობს:

„მამის როლი გოგონას ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური და მრავალშრიანია.

თუ დედა სიმბოლურად „შიდა სამყაროსთან“, ემოციურ უსაფრთხოებასა და ბაზისურ ნდობასთან ასოცირდება, მამა არის ხიდი გარე სამყაროსთან. ის არის პირველი „მამაკაცი“, რომელიც ეხმარება ბავშვს დედასთან სიმბიოზური კავშირის გაწყვეტაში და სოციუმში გასვლაში.

ჯანსაღი მამა არ ნიშნავს იდეალურ ადამიანს, არამედ იმას, ვინც ემოციურად ხელმისაწვდომია და ადეკვატურ საზღვრებს აწესებს.

მამის მზერა არის პირველი სარკე, რომელშიც გოგონა თავის ქალურობას ხედავს.

როდესაც მამა აღფრთოვანებულია შვილის მიღწევებით, აღიარებს მის სილამაზესა და ინტელექტს (ყოველგვარი სექსუალიზაციის გარეშე), გოგონას უყალიბდება განცდა: „მე ვარ ღირებული და საკმარისი“.

მამა ასწავლის გოგონას, სად მთავრდება ის და სად იწყება სხვა. ეს არის „დამცავი ფარი“, რომელიც შვილს აძლევს გამბედაობას, იყოს ცნობისმოყვარე და რისკიანი.

კვლევები აჩვენებს, რომ მამასთან ჯანსაღი კონტაქტი პირდაპირ კავშირშია გოგონას წარმატებასთან კარიერასა და ლოგიკურ აზროვნებას. მამა ხშირად არის ის, ვინც ახალისებს „გამოწვევებს“.

მამა ხდება ეტალონი იმისა, თუ როგორ უნდა ეპყრობოდეს მამაკაცი ქალს. თუ მამა პატივს სცემს დედას და შვილს, გოგონა მომავალში ქვეცნობიერად მხოლოდ ასეთ პარტნიორს „ამოიცნობს“ როგორც უსაფრთხოს.

გოგონა, რომელმაც ვერ მიიღო მამისგან აღიარება, შესაძლოა მთელი ცხოვრება ცდილობდეს ამ დანაკლისის შევსებას მამაკაცებისგან. ეს ხშირად ვლინდება „პოპულარობის“ ძიებაში ან ტოქსიკურ ურთიერთობებში გაჩერებაში, ოღონდ არ იყოს მიტოვებული.

ზოგჯერ დეფიციტი კომპენსირდება ჰიპერ-წარმატებულობით. ქალი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის იმსახურებს სიყვარულს, რადგან ქვეცნობიერად სჯერა, რომ ისეთი, როგორიც არის, მამისთვის არ იყო საკმარისი.

თუ მამა იყო არაპროგნოზირებადი ან ცივი, ზრდასრულ ქალს უჭირს ემოციური სიახლოვე.
ის ან გაურბის ურთიერთობებს (დისტანცირება), ან ხდება ზედმეტად კონტროლიორი (შიში, რომ მასაც მიატოვებენ).

დეფიციტი ხშირად ილექება სხეულში როგორც საყრდენის ნაკლებობა, მუდმივი მზადყოფნა „თავდაცვისთვის“ ან სუნთქვის ზედაპირულობა.
( ჭარბი წონა, ხერხემლის პრობლემები, სახსრების ტკივილი …)

ვისაც ეს გამოცდილება აკლია, ხშირად უწევს საკუთარ თავში (შინაგანი მამის) გაზრდა იმ რესურსის პოვნა, რომელიც დაეხმარება, რომ თავად გახდება საკუთარი თავის საყრდენი, სტრუქტურა და დამცველი.

ამის კომპენსირება, „გამოჯანმრთელება“, გაჯანსაღება სავსებით შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ თერაპიული გზით.

დაიმახსოვრეთ, მამა არ არის მხოლოდ „ოჯახის თავი“ ან „მარჩენალი“. მამა არის პირველი მამაკაცი, რომელიც გოგონას სულში საკუთარი თავის რწმენის თესლს თესავს.

თუ მამებს მივმართავდი, როგორც ფსიქოლი, ჩემი რეკომენდაციები არა მხოლოდ ქცევას, არამედ იმ ენერგეტიკულ და ემოციურ ანაბეჭდს შეეხებოდა, რომელსაც ისინი შვილის ქვეცნობიერში ტოვებენ.

იყავით ის კაცი, რომლის მსგავსსაც უსურვებდით თქვენს შვილს გვერდით.

თქვენ არ აშენებთ მხოლოდ სახლს ან კარიერას. თქვენ აშენებთ თქვენი შვილის შინაგან სამყაროს. ერთ დღეს, ის გაიზრდება და სადღაც, შორეულ ქვეყანაში ან რთულ სიტუაციაში, როცა საკუთარ თავში ეჭვი შეეპარება, მას თქვენი ხმა გაახსენდება…

დარწმუნდით, რომ ეს ხმა იქნება მოსიყვარულე, გამამხნევებელი და რწმენით სავსე“, - წერს ნინი დგებუაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„მსუბუქად მოხარე ხელი „დულის“ ფორმაში, ჩაისუნთქე ღრმად და ყურადღება მიაქციე საკუთარ ცენტრს“ - ენერგეტიკული დაცვის ტექნიკა

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის გაზაფხულის ბოლომდე სირთულეების დაძლევისა და დამსახურებული ჯილდოს მიღების შესაძლებლობა აქვს