საერთაშორისო მოდის სამყაროს ქართველი ვარსკვლავი, ტოპ-მოდელი, მატილდა გვარლიანი, დატვირთული სამუშაო გრაფიკის, გადაღებებისა და მოდის კვირეულების შემდეგ, ძალებს ეგზოტიკურ გარემოში აღიდგენს. ტოპ-მოდელი ზაფხულის ცხელ დღეებს ერთ-ერთ თვალწარმტაც კუნძულზე ატარებს და გამომწერებს შთამბეჭდავ კადრებს უზიარებს.
როგორც მისი ბოლო აქტივობებიდან ჩანს, მატილდამ ამჯერად პასიურ დასვენებას აქტიური და ექსტრემალური თავგადასავალი ამჯობინა. მან პარაშუტით ფრენა (Parasailing) გამოცადა და ზღვისა და კუნძულის ხედებით პირდაპირ ციდან დატკბა.
მოდელმა სოციალურ ქსელში ფრენის ემოციური მომენტებიც გაასაჯაროვა, რამაც მის გამომწერებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ მატილდა გვარლიანი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქართველი მოდელია, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების ჩვენებებში და ხშირად გვევლინება გავლენიანი პრიალა ჟურნალების გარეკანებზე.

View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕24 ივნისი ლეგენდარული ლიონელ მესის დაბადების დღეა
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის 28 ივნისამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი ელოდება