Digest Logo

„მატყუარაა, მთელი ცხოვრება ტყუილში ცხოვრობს და ცდილობს სხვაც მოატყუოს…“ - ვისზე საუბრობს პეტრე კოლხი

1685811255
პეტრე კოლხი

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ადამიანებს ბედნიერების ეშინიათ, ღმერთს აბრალებენ, მორწმუნე ბედნიერი და გაღიმებული არ უნდა იყოსო…
ჰმ, არადა, ღმერთი ადამიანის შინაგანი თავისუფლებისთვის, ბედნიერებისთვის და გაღიმებისთვის ეცვა ჯვარს…
მან საკუთარი თავი გაწირა სხვათა სიხარულის გამო…

მორწმუნეობა და მუდამ დამძიმებული გამოხედვა ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არიან…
ვიღაცამ რაც არ უნდა მაღალი თეოლოგიური ცოდნით დაგიმტკიცოთ ღმერთის არსებობის შესახებ, მაგრამ თავად სიხარულის მარცვალი არ გააჩნდეს, არ დაუჯეროთ, არ მოუსმინოთ… მატყუარაა, მთელი ცხოვრება ტყუილში ცხოვრობს და ცდილობს სხვაც მოატყუოს…

რაც არ უნდა გიჭირდეს, როგორც არ უნდა გექცეოდეს ცხოვრება, მაინც რომ პოულობ საკუთარ თავში ძალას გაიღიმო და სხვა არ დაამძიმო, ეს არის რწმენა..

მერე შენც ძალა გეძლევა, ურთულეს პირობებში როცა ვიღაც იღიმის, ესე იგი იგივე შენც შეგიძლია და ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი დემაგოგების მოსმენა და მათი გაუბედურებული სახის გაძლება…
მორწმუნე ადამიანი ყოველთვის ხედავს გამოსავალს და მას ვერც ერთი რთული პერიოდი ვერაფერს დააკლებს.
პირიქით, ყველა სირთულეს საკუთარი გაძლიერებისთვის იყენებს…

ჰოდა, ღმერთი ბედნიერებას კი არ გვიკრძალავს, პირიქით, გვავალდებულებს ვიყოთ უპირობოდ ბედნიერები და თავისუფლები!..“, - წერს პეტრე კოლხი.

ასევე დაგაინტერესებთ:

დაავადება, რომელიც დაბინძურებული წყლისგან ვრცელდება - რა სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ ის

🎥 როგორ და ვის გარემოცვაში აღნიშნა ირაკლი მაქაცარიამ შვილის დაბადება - ნახეთ კადრები

„ჩემი გამზრდელი თალეს შონია, დღეს 85 წლის გახდებოდა...“ - ლალი მოროშკინა