მომღერალ სალომე ბაკურაძისა და მისი გარდაცვლილი მეუღლის, ლაშა ბასლანძის ქორწინებიდან 14 წელი გავიდა.
მნიშვნელოვან თარიღს სოციალურ ქსელში სალომე გამოეხმაურა და „ინსტაგრამზე“ ემოციური პოსტი გაავრცელა:
„ფაფიკო, მეგონა, მთელი ცხოვრება წინ გვქონდა.
და 25 დეკემბერი უშენოდ დაიწყო.
დღეს უკვე 14 წელი და ყველა მომდევნო მოგონებებით უნდა ვიყო, უშენოდ“, - წერს სალომე ბაკურაძე.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბასლანძე 2025 წლის 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.
ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი 40 წლის იყო.
ლაშა ბასლანძეს და სალომე ბაკურაძეს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო აწ გარდაცვლილი ლაშას ქალიშვილი ელენე პირველი ქორწინებიდან დარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა ლამაზი ხარ, დახვეწილო“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალი ფოტოები სოცქსელიდან