Digest Logo

„მერწყულის ეპოქა სავსე და ღია იქნება ინფორმაციული აღმოჩენებით...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

1743326205
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ზოგიერთს უკვირს პირამიდებზე საიდუმლო ინფორმაციების გაგება. არადა, მერწყულის ეპოქა სავსე და ღია იქნება ასეთი ინფორმაციული აღმოჩენებით.

ახალი თანამედროვე კვლევებით რადარზე გამოჩნდა, რომ გიზის პირამიდების ქვეშ არის 648მ სიმაღლის ცილინდრული მილები. მილები ორ უზარმაზარ კუბზე დგას, ხოლო ამას ემტაება 2კმ სიღრმე. ფაქტობრივად, პირამიდა მხოლოდ ზედა წვერია, რასაც ხილული თვალით ვხედავთ, დაბლა კი მთელი კონსტრუქციული სისტემაა, რაზედაც დგას იგი.

დავსვათ კითხვა? შეეძლოთ აეშენებინათ ძველ ეგვიპტელებს პირამიდა? პასუხი ცალსახაა: ეს ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა! თუ რატომ, გეტყვით:

ჯერ პირამიდის ქვემოთ რამხელა ქალაქია და პირამიდა, როგორც ზედაპირი, ამასაც კი ვერ ააგებდნენ თავად, იმიტომ რომ ეს პირამდები აშენებულია, დაახლოებით ქრ.შ.2600წწ და იმ დროში ადამიანებს წარმოუდგენელია საიდან ჰქონდათ იმის ბერკეტი, რომ 2 მილიონ სამასი ათასი ქვა მოეზიდათ.

თითო ქვა - 2 ტონიდან 80 ტონამდე მერყეობს. ყველაზე დიდი ქვა, რაც პირამიდაშია, არის 80 ტონა. ხოლო, სადაც პირამიდებია აშენებული, იქ არსად არ გვხვდება გრანიტი. გრანიტი კი მოიპოვება ქალაქ „ასუანში’’, რომელიც მდებარეობს პირამიდიდან 900კმ-ში.

ახლა თქვენ გამოიტანეთ დასკვნა, საიდან ან რა ძალით მოიტანდნენ ამხელა ქვებს აქ თუ სხვა ზებუნებრივი ხელი არაა გარეული?

„ტესლას“კარგი მოსაზრება ჰქონდა, რომ პირამიდები ეს ენერგეტიკული ცენტრის ნაკადებია, რაც ერთიან სისტემას ქმნის და კოსმიურ წყაროზეა მიერთებული.

გასული 2000 წლის განმავლობაში, ქრისტეს შობიდან მოყოლებული, თევზების თანავარსკვლავედში მოძრაობამ მეტად ბევრი საიდუმლო დაგვიტოვა. აშკარაა, რომ კაცობრიობა ვერანაირად ვერ განვითარდა ისე რომ სერიოზული სულიერი აღმასვლა ჰქონოდა.

მერწყულის მოახლოებასა და დადგომასთან ერთად, კიდევ ბევრ რამეს აეხდება ფარდა, ბევრი რამ გახდება ხელმისაწვდომი.

თუ თქვენ გადახედავთ ბიბლიაში არსებულ „ენოქის წიგნს“, იქ ნათლადაა მოცემული, რომ 200 ანგელოზი შეცდა და დაეცა. მათ მიწაზე ადამიანები მოეწონათ, შემდგომ კი მათთან შეუღლება გადაწყვიტეს. ამ პროცესის ნაყოფი გახლდათ გიგანტური ზომის ადამიანები, სხვადასხვა ,,ნეფილიმები’’ ჰიბრიდული ჯიშის ადამიანები, რომლებიც მოცულობით, ანუ ზომით და უნარ-ჩვევებით, (ზებუნებრივი ძალით) განსხვავებულნი იყვნენ ჩვეულებრივი ინდივიდებისგან.

ე.წ. ესა თუ ის „ღმერთკაციც“ და თაყვანისცემაც ამ არსებებისადმი, სწორედ იმ დროიდან იღებს სათავეს. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ეს მოდგმა განადგურდა.

განადგურდებოდა კიდეც, რადგანაც ცოდნა ძალიან ცუდად გამოიყენეს. ინტერესი მხოლოდ პირადული იყო, რასაც შეეწირა საბოლოო მმართველობა.

მაშასადამე, არაა გამორიცხული, რომ მათი ცოდნის გამავრცელებლები და გზის გამგრძელებლებიც ყოფილიყვნენ ამ ამბების სათავეში. იმავე, „თოთი“ უამრავ ინფორმაციას გვაწვდის ატალნტების და ძველი ცივილიზაციების შესახებ, რაზედაც საუბარი ცალკე პოსტში შეიძლება.

სხვათა შორის, აბსტოლუტურად სხვა თემაა, მაგრამ მერწყულის ეპოქაში და სულ მალე, ჩვენ ვდგავართ განზომილობრივი სიხშირეების მომატების წინაშე. მე-5 განზომილება, ეს ბიბლიური მეორედ მოსვლა და აღმოსავლური კალი იუგას სცენარია.

ზოგადად, რომ იცოდეთ ყველანაირი სახის ცოდნები მომდინარეობს ზუსტად რელიგიური ნიშნიდან და რას ნიშნავს ეს?

ეს ნიშნავს იმას, რომ სამყარო აქაც ორ ნაწილადაა გაყოფილი, ანუ გვაქვს ორი ცოდნისმიერი კარიბჭე - აღმოსავლეთ და დასავლეთ პოლუსებად.

აღმოსავლეთის მხარე უფრო ტვინით და ფილოსოფიით იმართება. ოდითგანვე იყო დიდი ფილოსოფიური რელიგია აღმოსავლეთში, რომელი რელიგიიდანაც განცალკევდა ფილოსოფია. ფილოსოფია იმხელა იყო რომ მივიღეთ ცალკე ფსიქოლოგია, ცალკე ასტროლოგია და ყველა სხვა შემეცნებითი დარგები. აი, დასავლეთმა უფრო ქრისტეს კანონების შემეცნება გადაწყვიტა და მისი გზა გულის გახსნაზე გადის.

ახლა კი დრო მოვიდა ყველაფრის ამოხსნის. „არა არს დაფარული რომ არ გაცხადდეს“.
იმავე მეორედ მოსვლა ადამიანებს ესმით როგორც ყველაფრის ნგრევა, იმდენი არ ესმით, სამწუხაროდ, რომ მეორედ მოსვლაზე დიდი დღესასწაული უბრალოდ არ არსებობს!

ქრისტეს დიდებით დაბრუნება ეს მარადიული სიცოცხლის დაწყების და სიკვდილზე გამარჯვების ეტაპია! ანუ საკუთარ სხეულს, სულსა და სამშვინველში განახლების პერიოდი დგება. დრო კი, როგორც კაცობრიობის სინქრონში, არა მტრულად, არამედ, მოყვრულად იქნება ჩართული. შესაბამისად, უდროობას მივიღებთ, მარადიულობის სახით.

ამაზე დიდი სიყვარული, განზომილობრივი მატება, დამსახურებისამებრ სიცოცხლე და ბედნიერება რაღა უნდა იყოს, თორემ კი. უბრალოდ იქამდე, ჯერ კიდევ გვექნება ამ ხანებში ომები, გაუგებრობები და ა.შ. რაზედაც ბევრს ვისაუბრებ წინ და წინ. მერე კი კულმინაციაც არ დააყოვნებს. დაფარულიც გაცხადდება და ყველა თავისას მიიღებს.
ასეთი მოვლენებით იქნება სავსე მერწყულის ეპოქა. ხაზს ვუსვამ, არ მოვიწყენთ, მთავარია სულიერ ნაბიჯებში არ შეცდეთ და იდგეთ მყარად ფეხზე!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაზე იდეალური გრძნობაა, რაც განმიცდია...“- გიორგი ზარია საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში თამაშზე

⭕ წნევა ორსულებში - რა უნდა ვიცოდეთ პატარების ჯანმრთელობისთვის

⭕როდის იქცევა რელიგია რუდიმენტად და ფანატიზმად? - მოძღვრის განმარტება