Digest Logo

„მგონი უკვე არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიშისტია და ვინ ანტიმიშისტი, ამ საქმეში ხელისუფლება დიდ ქაქს ჭამს და თან ცდილობს დაგვიმალოს“ - მერაბ მეტრეველი

1671008789
მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. 

მეტრეველი აღნიშნავს, რომ როდესაც სახელმწიფო თანამედროვე ტექნიკურ ეპოქაში ვერ ახერხებს მსჯავრდებულის ონლაინ ჩართვას, ეს უკვე გარკვეულ ეჭვს და უნდობლობას იწვევს ხელისუფლების მიმართ. 

„ესე იგი, მესამე პრეზიდენტის ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ ადამიანი ძალიან ცუდადაა, სიკვდილის პირასაა და ეს გარეგნულადაც ეტყობაო. ხელისუფლება ამბობს, მსგავსი არაფერი ხდებაო, სიმულანტობსო და ა.შ.

ადვოკატებმა მოითხოვეს მისი მონაწილეობა სასამართლო პროცესში, თუნდაც დისტანციურად, რათა ყველამ ნახოს, როგორ გამოიყურება. იქნებ, მართლა იტყუება?

სასამართლომ ჯერ ერთი კვირით გადადო, ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელიო და ახლა კიდევ გადადო, რადგან იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, ვერ მოვაგვარეო, ანუ 21-ე საუკუნეში ონლაინ ჩართვა ვერ მოაგვარეს.

მგონი, უკვე არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიშისტია და ვინ ანტიმიშისტი, ვის მოგვწონდა მიშა და ვის არ მოგვწონდა, ფაქტია, ამ საქმეში ხელისუფლება დიდ ქაქს ჭამს და თან ცდილობს დაგვიმალოს“, - წერს მერაბ მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 პირველი და უკანასკნელი საჯარო კადრები ნორა კვიციანის სამონაზვნო ცხოვრებიდან - მან გისოსებს მიღმა 6 წელი და 4 თვე გაატარა

🔵🎥 ბაბი კირკიტაძე და ნიკო ნანიტაშვილის დაისი, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო

🎥 რუსკა ქარქაშაძეს ფათერაკებით სავსე ცხოვრება - რას ჰყვება მსახიობი?