Digest Logo

„მინდა მთელ სამყაროს ვუთხრა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ“ - 7 წლის ნიკოლოზმა სიმსივნე დაამარცხა

1669875865
ნიკოლოზ კეჟერაშვილი

7 წლის ნიკოლოზ კეჟერაშვილმა მძიმე სენი დაამარცხა. სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბავშვის დედა, თეკლა ნადირაშვილი ავრცელებს.

„ჩვენო სინათლის ადამიანებო, აი, დადგა ის დღე, როდესაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.

დღეს ნიკოლოზის გამოკვლევების პასუხები მითხრეს და მინდა მთელ სამყაროს ვუთხრა, რომ ნიკოლოზი სუფთაა და ჩვენ გავიმარჯვეთ.

რწმენით, სიკეთით და სიყვარულით მოვიგეთ ეს ბრძოლა და ამ ბრძოლის მთავარი გმირები ხართ თქვენ, მადლობა ყველა ქმედებისთვის, ლოცვისთვის, სიტყვისთვის, თანადგომისთვის, სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც გვიგზავნიდით, გვამხნევებდით და ჩემთან ერთად იზიარებდით ყველა ემოციას ამ რთული, 11 თვის მანძილზე.

დღეს ჩვენი დღეა, დღეს ახლიდან დავიბადე, მადლობა ღმერთს ამ დღისთვის და ამ სიხარულისთვის, რომელსაც ახლა თქვენ გიზიარებთ“, - წერს თეკლა ნადირაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როდესაც ვისმენდი თქვენს ცინიკურ განცხადებებს, მეგონა გადააფასებდით ყველაფერს. თქვენ ვინ მოგცათ მაგის უფლება“ - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

🔵12.12.2022 - ჯადოსნური თარიღი, რომელსაც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილების გამოწვევა შეუძლია

🔵„ჩვენი ქალაქის ქუჩებში ბედნიერად დადიან რუსეთიდან და უკრაინიდან ომს გამოქცეული ადამიანები, იმიტომ რომ თბილისი მშვიდობის ქალაქია!“ - ხათუნა ხოფერია