„იტალიაში ნეაპოლში ვინც ხართ, სასწრაფოდ მომწერეთ. ქალბატონი განადგურებულია. პირადად დამიკავშირდა და მითხრა, რომ ფსიქოემოციურად ძალიან ცუდადაა, რომ მოკვლით ემუქრებიან მას...“ - ამის შესახებ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს და იტალიაში მყოფ ქართველებს დახმარებას სთხოვს.
„მოკვლით ემუქრებიან ქართველ ემიგრანტს ნეაპოლში. ძალიან გთხოვთ, გამომეხმაურეთ მანდ მყოფი ემიგრანტები. ერთად დავეხმაროთ ძალიან კარგ ქალბატონს.
მოგწერთ მის ნომერს. მადლობა წინასწარ, ძალიან ვნერვიულობ მეც. იტალიაში, ნეაპოლში ვინც ხართ, სასწრაფოდ მომწერეთ, ქალბატონი განადგურებულია, პირადად დამიკავშირდა და მითხრა, რომ ფსიქოემოციურად ძალიან ცუდადაა, რომ მოკვლით ემუქრებიან მას....
იქნებ უსაფრთხო ადგილი სჭირდება და რომ შეიფაროთ რამდენიმე დღით სანამ დამშვიდდება ან უბრალოდ გვერდში დგომა გამხნევება სჭირდება, რა ვიცი....
პ.ს. ნომერს და მისამართს პირადში მოგწერთ ამ ქალბატონისას, ვინც შეძლებთ მის დახმარებას.. მოკლედ ყველას ვინც შეწუხდებით და ამ ქალბატონის ამბავს გულთან მიიტანთ, ყველას წინასწარ უღრმესი მადლობა....“, - წერს შოთო სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა სიურპრიზი მოუწყეს პატარძალს მოსწავლეებმა - ემოციური კადრები ქორწილიდან