
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს გვიზიარებს:
„მწარე სიმართლე, რომელსაც ჩვენ ხშირად ძალიან გვიან ვაცნობიერებთ:
რაც უფრო ნაკლებად განიცდი წვრილმანებზე, მით უფრო მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობ.
სიბრაზის დროს მიღებული გადაწყვეტილებები უფრო მტკივნეულად ურტყამს, ვიდრე თავად წყენა.
ადამიანებს საერთოდ არ ადარდებ, სანამ მდიდარი, ლამაზი ან უკვე გარდაცვლილი არ ხარ.
გულწრფელობისთვის ხშირად სძულხარ, ხოლო ფარისევლობისთვის შეიძლება შეგიყვარონ.
გატეხილი გული, წარუმატებლობა — საუკეთესო მასწავლებელია, რომელიც გაძლიერებს.
არავინ არის ვალდებული გაგიგოს.
ყველაზე ახლობელიც კი სამყაროს საკუთარი თვალებით ხედავს.
შენ როგორ ფიქრობ, რომელი სიმართლეა ყველაზე სასტიკი?“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცრად გამოიყურები...“ - კრისტი ყიფშიძის ახალი ფოტოები
⭕„კარგი წყვილი ხართ“ - სოფია კვინიკაძის ახალი ფოტოები სოცქსელიდან