ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი აღბეჭდილი კადრები კი ხალხის სიმპათიას და სიყვარულს იმსახურებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მის მიერ გადაღებულ მთვარის ფოტოს გვიზიარებს და წერს:
„ზეკარის უღელტეხილზე ყოფნისას 5 საათზე გამეღვიძა, მზე ჯერ კიდევ არ იყო ამომბრძანებული , მთვარე კი უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. უეცრად შევნიშნე თვითმფრინავი , თვალით ტრაექტორია გამოვთვალე მივხვდი რაღაც საინტერესო კადრი გამოვიდოდა. ფოტოკამერა მოვიმარჯვე და დაველოდე, გამიმართლა ყოველგვარი წინასწარ მომზადების და დაგეგმვის გარეშე მოვახერხე ამ კადრის გადაღება, თანაც შტატივის გარეშე“, - წერს გიორგი ნიკოლავა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შენი მესამე თვალი იწყებს ახლებურად ხედვას“ - რას წერს ფსიქოანალიტიკოსი, მარინა კოლხიდაშვილი
🎥 „ბევრ რამეს შეცვლის“ - რა სიურპრიზი გელოდება 31 მაისამდე: თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი