ფუფა გოგლიძე წარმატებული და ცნობილი ბიზნესვუმენია, რომელიც ლეგენდარული მომღერლის, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილის, ლევან საყვარელიძის მეუღლეა.
წყვილმა ჯვარი 2015 წელს დაიწერა. მათ საერთო შვილი ჰყავთ.
4 ივნისს მისი დაბადების დღეა:
„თბილისური ელეგანტურობის დღესასწაული!
დღეს ქალაქის ყველაზე დახვეწილი, გამორჩეული და ნამდვილი არისტოკრატის ფუფას დაბადების დღეა! ადამიანი, რომელიც თავად არის თბილისი!თავისი განსაკუთრებული შარმით, გენეტიკური დახვეწილობით ნანი ბრეგვაძისა და ეკა მამალაძის რძალი და ჩემი საყვარელი მეგობრის ქრისტინე იმედაძის უსაყვარლესი დეიდა მასზე უფრო „სვეცკი“, გრაციოზული და გამორჩეული, მართლა არავინ მეგულება! ფუფას, გაუმარჯოს.
p.s. ჩემო ძვირფასო, ძალიან მწყდება გული, რომ ამ ბრწყინვალე წვეულებაზე შენს გვერდით ვერ ვარ (ჩემმა ქუთაისელმა მეგობრებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ მთელი გულით მინდოდა მანდ ყოფნა!), მაგრამ ქუთაისიდანაც უდიდეს სიყვარულს გიგზავნი!“, - წერს კოკი ფერაზი-ფანგანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი ჩაკვეტაძე „ბაჰრეინთან“ მატჩს გამოტოვებს - ცნობილია, მიზეზი
⭕შარდსასქესო სისტემის პრობლემები: საკმარისია თუ არა მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლა?