მომღერალ ნათია დუმბაძის უფროსი შვილი 17 წლის გახდა. დაბადების დღე მომღერალმა შვილს სოციალურ ქსელში მიულოცა და მასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
„HBDay my biggest love ❤️🔥💫
დუდუ 17 🔥“, - წერს ნათია დუმბაძე.
დედობაზე ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი ამბობდა:
„პირველი შვილი 19 წლის ასაკში გავაჩინე საქართველოში, მეორე – ამერიკაში 30 წლის ასაკში. პირველი შვილი რომ მეყოლა, ისე ვერ ვიგრძენი დედობა, როგორც ელეიზე.
– მშობიარობის, მით უმეტეს, ორი შვილის გაჩენის შემდეგ ქალის ფიგურა იცვლება. როგორ უვლით თავს, როგორ ინარჩუნებთ სასურველ ფორმებს?
თავს ძალიან ვუვლი და ვწვალობ. სულ დიეტაზე ვარ, ვვარჯიშობ. გამუდმებით ვცდილობ, რომ ფორმაში ვიყო, ხან ვცურავ, ხან დავრბივარ, 6-ის მერე აღარ ვჭამ, თუმცა ზოგჯერ ჩავარდნები მაქვს. ხანდახან ერთი კვირა ისე გადაებმება, რომ სულ ვჭამ, მაგრამ მერე განტვირთვას ვაკეთებ. 30-ს რომ გადავცილდი, სახის კანის მოვლაც დავიწყე. არ მინდა, რომ დავბერდე. სიბერისა და ნაოჭების ძალიან მეშინია“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ულამაზესი როგორც ყოველთვის“ - ნინა ცქიტიშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს
🎥 როგორ უსმენს ინგა გრიგოლიას მისი პატარა შვილიშვილი - „ბები“