Digest Logo

ნიკა გვარამია ტორესა მოსს და ლაშა ბუღაძეს დაუპირისპირდა

1647081555
ლაშა ბუღაძე, ნიკა გვარამია და ტორესა მოსი

სამაუწყებლო კომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია მწერლებს - ტორესა მოსის და ლაშა ბუღაძეს საჯაროდ მიმართავს. გვარამიას პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„Lasha Bugadze Toresa Mossy როგორც ყოველთვის, დიდი ინტერესით ვუყურებ ჩემთვის საყვარელ ლიტერატურულ სამკუთხედს (აქ აღარ დავწერ, რომ ფორმატი ორკუთხედი გახდა ბოლო თვეებია)

დავიწყე ყურება და მეოცე წუთზე უკვე მივხვდი, რომ რაღაც მაწუხებს. დავაკვირდი რა და აღმოვაჩინე, რომ შინაარსი ვერ გამომაქვს. მოუსმინეთ ორივემ და მარტივი მოსმენილის შინაარსი დაწერეთ საკუთარ დიალოგზე ორმა მწერალმა. მერე, წავიკითხავ და იქნებ რამე გავიგო. თუმცა, მგონია, რომ აქედან მოსმენილის შინაარსის დაწერა ძალიან მაღალი კლასის მწერლებსაც კი გაუჭირდებათ.

ცხადია, რომ ამას ყველაფერს გარეთ არ გამოვიტანდი და პირადად გეტყოდით და გაგიზიარებდით ჩემს შთაბეჭდილებას. მაგრამ რაკიღა თავად აირჩიეთ თქვენი არხის ჟურნალისტის თქვენივე არხის ეთერში გინებამდე მისული კრიტიკა, ამიტომაც გწერთ ამას საჯარო სივრცეში.

ეს არის უკიდურესად ცუდი ტონი, გუნდური თამაშის წესების არცოდნა და ადამიანური წესიერების პრობლემა. მეორე საკითხია, რომ სურლიად სულელური გააზრება იყო დემნა დევდარიანის იმ ცნობილი შეკითხვის და თან ჟურნალისტიკის და პოლიტიკის უკიდურესად ზედაპირული ცოდნის გამოვლინება. ფრიად სამწუხაროა“, - წერს ნიკა გვარამია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ია ფარულავამ „რუსთავი 2“ დატოვა

🔵ავარია რიკოთზე - გარდაცვლილია 3 პოლიციელი

🔵„ორშაბათიდან ევროპა ხსნის ნიღბებს და ყველანაირ აკრძალვებს - უჯიკეეეთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს“ - ლალი მოროშკინა