
ცნობილი კალათბურთელი დუდა სანაძე მეორე შვილის მამა გახდა. სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი რჩეული ანუნა მდივნიშვილი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ნინა დაარქვეს.
„ნინა სანაძეს გაუმარჯოს...“, - წერს ანუნა მდივნიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ანუნა დუდაზე 2 წლით პატარაა. ერთმანეთი ნაკრების თამაშზე გაიცნეს და მას მერე, როგორც ხდება ხოლმე, მიწერ-მოწერა ჰქონდათ. გაცნობიდან, სადღაც 1-2 თვეში, კალათბურთელს სლოვენიაში მოუწია წასვლა და ონლაინ გააგრძელეს ურთიერთობა. რომ ჩამოვიდა, მერე უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. მიხვდა, რომ ის ის იყო...
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დროგამოშვებით წვიმა, ელჭექი და სეტყვა...“ - 3-4 ივნისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
⭕„სოროებში არიან, ეძებენ მეძებარი ძაღლები“ - ოთარ ტატიშვილი „კვარას“ კრიტიკოსებზე