საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯის მკვლელობის ამბავი 6 ოქტომბერს, საღამოსკენ გავრცელდა, ის საკუთარმა 27 წლის ქმარმა ასიმ ასლანოვმა, იარაღით მოკლა.
აითაჯი შაბათს, 7 ოქტომბერს დაკრძალეს. მომხდარმა შეძრა საქართველო.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა გამოეხმაურა:
„დღეს რამდენიმე ჟურნალისტი დამიკავშირდა 14 წლის აიტაჯის მამის შესახებ, უბრალოდ იმდენი მესინჯი და ზარი შემოდის, არ ვიცი ვინ იყვნენ და აქვე მოგწერთ მოკლე ინფოს.
აიტაჯის ოჯახში ყოფილა პრობლემა და მშობლები ამის გამო ხან ცალ-ცალკე ხან ერთად უცხოვრიათ. ბოლოს აიტაჯი, დედამისი და უმცროსი ძმა ბიძასთან ცხოვრობდნენ ( დედისმხრიდან). იმ ბიჭთან გაცნობა, ნიშნობის ამბები ბიძის ხაზით მომხდარა და დედამისთან ერთად გოგოს აიძულეს ნიშნობაზე.
მამამისი ამ პერიოდში ყოფილა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული, ამბობენ რომ არ იცოდა შვილის ნიშნობაზე, მაგრამ მოტაცების ამბებზე სავარაუდოდ იცოდა.
ახლა საქართველოშია“, - წერს სამირა ბაირამოვა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ისეთი მთვრალი ვიდექი სცენაზე, რომ...“ - რას ჰყვება ლია კაპანაძე