„პიგმალიონის მახე: ჩვენი შვილები გვიყვარს, თუ მათგან გამოძერწილი ილუზიები?“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს:
„ხშირად გვგონია, რომ შვილები უანგაროდ გვიყვარს, თუმცა სინამდვილეში ჩვენსავე გამოძერწილ იდეალებს ვეფერებით.
ძველბერძნული მითი პიგმალიონზე — მოქანდაკეზე, რომელსაც საკუთარი ხელით შექმნილი უნაკლო ქანდაკება შეუყვარდა და ცოცხალ ადამიანზე უარი თქვა — უბრალოდ ლამაზი ლეგენდა არ არის. ეს ჩვენი ყოველდღიური ფსიქოლოგიური მახეა, რომელშიც ყველაზე ხშირად სწორედ მშობლები ვებმებით.
რამდენჯერ გაგვივლია გულში: „მე არ გამომივიდა, მაგრამ მას აუცილებლად უნდა გამოუვიდეს“?
ჩვენ შვილებს ხშირად აღვიქვამთ არა დამოუკიდებელ, თავისუფალ სულებად, არამედ ჩვენივე შეუსრულებელი ამბიციების გამოსაძერწ მასალად. ჩვენ ვქმნით „წარმატებულ პროექტს“ და გაუცნობიერებლად ვეუბნებით ბავშვს: მეყვარები მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს მოლოდინებს გაამართლებ და ამ უნაკლო შაბლონში ჩაჯდები“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „სამოთხე, ჩემ დიდ სიყვარულთან ერთად“ - რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
⭕ცოტნე სორდია სპორტულ კარატეში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია