Digest Logo

„პირდაპირ ასახავს როგორც ფიზიკურ დატვირთვებს, ისე ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას“ - ზურგის სხვადასხვა ნაწილის ფსიქოსომატიკა

1759397514
თეა ჯაფარიძე

ჰოლისტიკური მენტორი, ენერგოპრაქტიკების ტრენერი თეა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილების ტკივილების 75 პროცენტი ფსიქოსომატურია. 

მისი თქმით, ზურგისა და ხერხემლის ტკივილს ფსიქოსომატიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის პირდაპირ ასახავს, როგორც ფიზიკურ დატვირთვებს, ისე ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას:

„ჩვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილების ტკივილების 75 პროცენტი ფსიქოსომატურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფსიქოლოგიურია.

მოდით განვიხილოთ ზურგი და ხერხემალი.

ზურგისა და ხერხემლის ტკივილს ფსიქოსომატიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის პირდაპირ ასახავს როგორც ფიზიკურ დატვირთვებს, ისე ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.  

ფსიქოსომატიკა ამბობს, რომ ხერხემალი ჩვენი ცხოვრების საყრდენია.

თუ ის ტკივილს იწვევს, ეს ხშირად მიანიშნებს შინაგან „სიმძიმეზე“, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავზე იღებს – ეს არის პასუხისმგებლობა, ვალდებულებები, შიში ან ჩახშობილი ემოციები.

ზურგის სხვადასხვა ნაწილის ფსიქოსომატიკა:

კისერი

სიმბოლურად უკავშირდება მოქნილობას, ხედვას. კისრის ტკივილი ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს უჭირს სხვათა აზრის ან ახალი სიტუაციის მიღება. ასევე შეიძლება მიუთითებდეს მომავლის შიშზე.

ზედა ნაწილი (ბეჭები)

ასოცირდება ემოციურ ტვირთთან, რომელიც სხვებისგანაა აღებული (სხვისი პრობლემების და ტვირთის ტარება).
შეიძლება მიუთითებდეს წყენაზე ან ბრაზზე, რომელსაც ადამიანი ახშობს და არ დაუმუშავებია.

წელის არე - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტკივილი უკავშირდება ფულთან, უსაფრთხოებასთან, მხარდაჭერასთან დაკავშირებულ შიშებს.

ხშირად ჩნდება, როცა ადამიანს აქვს განცდა: „არ მყავს საყრდენი“, „ფული საკმარისი არ მაქვს“, „მარტო ვარ“.

გულმკერდის ნაწილი დაკავშირებულია ბრაზთან, სინანულთან ან წარსულზე მიჯაჭვულობასთან.
ტკივილი შეიძლება იყოს სიგნალი, რომ ადამიანი ვერ ტოვებს წარსულ გამოცდილებას.  

მთლიანი ხერხემალი სიმბოლოა შინაგანი ძალის და მხარდაჭერის.

ტკივილი ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს დაკარგული აქვს „საყრდენის განცდა“ ცხოვრებაში.

ემოციური მიზეზები:

ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება („ყველაფერი მე უნდა გავაკეთო“).

შიში – ფინანსური, ჯანმრთელობის ან მომავლის.

ჩახშობილი ბრაზი, რომელიც „ზურგზე ლოდივით აწვება“.

მხარდაჭერის ნაკლებობის განცდა.

არარეალიზებული სურვილები და იმედგაცრუება.

რა შეიძლება დაგვეხმაროს: ციგუნი, სპეციალური ვარჯიშები

ემოციების გამოხატვა: გულწრფელი საუბარი, წერა, ხელოვნება.

გაცნობიერება: კითხვები საკუთარ თავთან – „რა სიმძიმეს ვატარებ? ვის პრობლემებს ვატარებ?“

მოდუნება: სუნთქვითი პრაქტიკები ძალიან სასარგებლოა“, - წერს თეა ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„3 ოქტომბერს – დათბობის რეპეტიცია,  4 ოქტომბერს კი სიცხის პრემიერა! “ - კობა ფარტენაძე მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე

პირველ არხზე თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები დღეს გაიმართება

ცნობილია ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა