Digest Logo

„ქალაქში, სადაც ოჯახი არ მყავდა, შვილივით მივლიდა და მპატრონობდა“ - რას იხსენებს დაკარგული გიორგი გახელაძის ცოლი

1719147031
პროფესორ გიორგი გახელაძ

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ცნობილი გახდა, რომ მწერალ ირმა მალაციძის მეუღლე დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ირმა მალაცაძემ გაავრცელა და საზოგადოებას დახმარება სთხოვა.

დაკარგულია 57 წლის პროფესორი, გიორგი გახელაძე სამძებრო სამუშაოებში პოლიცია არის ჩართული.

ახლახან გიორგის მეუღლემ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

„მე და გიომ ერთმანეთი „რეზონანსში“ გავიცანით. ყველაზე მზრუნველი ადამიანი იყო, ვისაც იქამდე ვიცნობდი და იმის შემდეგაც. გიო ახვლედიანმა მისტერ ვულფი შეარქვა. ფილმ „მაკულატურას“ ერთ-ერთი გმირის სახელი, კაცის, რომელიც ყველას უგვარებს პრობლემებს. მართლა ასე იყო. ყველაზე ზრუნავდა. საახალწლო კარნავალზე, მახსოვს, ყველაზე „მამა-ჟურნალისტის“ პრიზიც გადასცეს. 

ეს ფოტოები იმდროინდელია. ჩვენი გაცნობის პირველი თვეების. გიო ჩემი განყოფილების რედაქტორი იყო და მასალაზე წასულს, გვიან რომ მიწევდა დაბრუნება რედაქციაში და ბუფეტი უკვე დაკეტილი იყო, ყოველთვის მახვედრებდა სენდვიჩს და ყავას. ავად თუ გავხდებოდი, ექიმთან მივყავდი. ქალაქში, სადაც ოჯახი არ მყავდა, შვილივით მივლიდა და მპატრონობდა. მაშინ უბრალოდ მისი თანამშრომელი ვიყავი და მხოლოდ ჩემს მიმართ არ იყო ასეთი. ყველაზე ზრუნავდა.

იმის შემდეგ 26 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა. ყველა დარდს მაშორებდა, საკუთარი გულის ხარჯზე. ჰოდა, როგორ დავიჯერო, რომ ახლა ამისთვის გამიმეტებს და მარტოს დამტოვებს?

ღმერთო, ვეღარ ვუძლებ!“, - წერს ირმა მალაციძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ერთად დგომით ყველაფერი შეგვიძლია და ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია“ - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი

გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს

ლუკა სილაგაძე ევროპის ჩემპიონია! - ძალოსანმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა!