ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„მე მაქვს ნება, როგორც არსებას,
მაგრამ, ამავე დროს – მე ვარ მნებებელი,
ანუ,
აქ უკვე პიროვნული საწყისი შემოდის,
რომელიც აი, ამ ყველაფერს, საბოლოოდ, რეალიზებას უკეთებს,
და აქ შემოდის უკვე ბუნებისა და პიროვნულობის მცნება ადამიანის ონტოლოგიაში,
ანუ
– რა არის ბუნება და პიროვნულობა?
– ბუნებაა ის, რაც ჩანს და პიროვნუულობაა ის, რაც არ ჩანს.
და პიროვნულობა კი არ ეკუთვნის ბუნებას – ბუნება ეკუთვნის პიროპვნებას,
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,
ანუ განმსაზღვრელი, წარმმართველი, პიროვნულობაა – და არა ბუნება,
და თავისუფლება იქ არის უფრო მეტი ხარისხით – სადაც ჩემი პიროვნულობაა უფრო მეტი ჩემს ბუნებაზე;
და თუ პიროვნულობა არ არის დომინანტი,
და თუ ბუნებაა დომინანტი – მაშინ ადამიანში ჭარბობს ინდივიდუალიზმი,
აბსოლუტურად უნიკალური, მაგრამ ეს არის ბუნების ნაწილი,
და თუ ადამიანი ყოფიერებს ისე, რომ მასში დომინანტია არა პიროვნულობა, არამედ ინდივიდუალიზმი – მაშინ ასეთი ადამიანი არის ეგოისტი,
ეგოისტი – საკუთარ თავზე ორიენტირებული.
სიყვარულს ეგოისტი და ინდივიდუალისტი არქმევს იმას, რაც მას სიამოვნებს
მხოლოდ ის, რაც მას სიამოვნებს და რაც მას აწყობს – არის კეთილი,
რაც მას არ სიამოვნებს და არ აწყობს – არის ბოროტება.
მოვლენას აფასებს საკუთარი სიმართლით – არა ობიექტური სიმართლით,
ობიექტური სიმართლე არ აინტერესებს.
ფილოსოფიურ სისტემას ქმნის არა ობიექტური სინამდვილიდან გამომდინარე – არამედ სუბიექტური შეგრძნებით,
და უნდა გვახსოვდეს,
როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უნიკალურ, ონტოლოგიურ განსხვავებაზე სამყაროსგან,
რომ როგორ შეიძლება ის დეგრადირდეს, როცა პიროვნება არ არის დომინანტი,
და როცა პიროვნება დომინანტია – ეს ნიშნავს, რომ ის საკუთარ თავზე, საკუთარ სიმართლეზე კი არაა ორიენტირებული – არამედ სხვა პიროვნებაზე,
და სხვა პიროვნებისადმი სწორ დამოკიდებულებაზე,
– და რა არის ეს სწორი დამოკიდებულება სხვა პიროვნების მიმართ?! რა გრძნობაა?!
– ეს არის სიყვარული.
ასეთი ადამიანისათის სიყვარული არ არის სიამოვნება – ასეთი ადამიანისათვის სიყვარული ნებელობითი აქტია,
ასეთი სიყვარულია ის – რომელიც აშენებს იმას, რაც მტრობას დაუნგრევია,
ხოლო ისეთი სიყვარული, რომელიც საკუთარ თავზეა ორიენტირებული – თავისთავად მტრობაა,
საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც,
ასეთი ადამიანი კატასტროფას ქმნის სამყაროში.
და ისეთი ადამიანი, რომელიც სხვა პიროვნებაზეა ორიენტირებული,
რომ სხვა გაახაროს – ასეთი ადამიანი ატარებს თავის თავში სიყვარულს,
რომელიც აღაშენებს,
განადგურებულს აცოცხლებს და რეანიმაციას უკეთებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნუ აჰყვებით პანიკას, ურთიერთობა გადის სიმწიფის ეტაპს...“ - 26 ივნისის ტაროლოგიური პროგნოზი
🎥 „ჩემი პირველი გამოსვლა რუსთაველის თეატრის სცენაზე...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს დოდონა ნამორაძე
🎥 „დიდი მიზნები ყოველდღიური შრომით მიიღწევა🥋“ - რა კადრებს აქვეყნებს ეთერ ლიპარტელიანი