Digest Logo

რა არის ფსიქოლოგიური ძალადობა და როგორ კლავს ის ადამიანს

1790082809
ფსიქოლოგიური ძალადობა

ამჯერად, ეს არის წარმოსახვითი, თუმცა ფსიქოლოგიურად ზუსტი „აღსარება“, რომელსაც ფარული მანიპულატორი,
„გაზლაითერი “ხმამაღლა არასდროს იტყვის, მაგრამ სწორედ ამ ალგორითმით შლის ის შენს რეალობას.

წაიკითხეთ, რომ დაიბრუნოთ შინაგანი საყრდენი და მიხვდეთ თქვენი შინაგანი ხმა არ გატყუებთ:

„მე არ მჭირდება შენზე ძალის გამოყენება, რომ გაგაკონტროლო. ჩემი მთავარი იარაღი შენივე გონებაა.
როცა გაგიცანი, მე დავინახე შენი ემპათია და შენი სურვილი, ყველაფერში სიკეთე დაინახო. სწორედ ეს ვაქციე ჩემს ინსტრუმენტად.

მე არ შემიცვლიხარ ერთ დღეში, ეს ზედმეტად შესამჩნევი იქნებოდა. მე დავიწყე შენი რეალობის ნელ-ნელა, მილიმეტრობით წაშლა.

ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა პრობლემის მოგვარება. ჩემი მიზანია, მუდამ ეჭვი გეპარებოდეს საკუთარ თავში.
როცა გატკენ და შენ ამაზე მიმითითებ, მე არასდროს ავიღებ პასუხისმგებლობას.

მე გეუბნები: „იგონებ” შენ ყველაფერს აზვიადებ“, „ასეთი რამ არ მომხდარა“, „ზედმეტად დრამატული ხარ“.

მე იმდენჯერ ვიმეორებ ამას, სანამ თავად არ იტყვი უარს შენს აღქმაზე. მე განზრახ ვქმნი ქაოსს და შემდეგ გადანაშაულებ იმაში, რომ ამ ქაოსზე არაადეკვატურად რეაგირებ.

მე გაიძულე, შენივე სხეულისთვის გეღალატა.

გახსოვს ის მომენტები, როცა ჩემ გვერდით სუნთქვა გეკვროდა, ყელში ბურთი გიჭერდა აგრესიისს, გეტირებოდა „უაზროდ” და აუხსნელი შფოთვა გიპყრობდა?

შენი სხეული გაფრთხილებდა. ის ზუსტად გრძნობდა საფრთხეს, მაგრამ მე გასწავლე, რომ შენს ინტუიციას არ უნდა ენდო. მე დაგაჯერე, რომ შენი ემოციები „არასწორია“.

რატომ ვაკეთებ ამას?

იმიტომ, რომ შენი დამოუკიდებლობა მაშინებს. თუ შენ საკუთარ თავს დაეყრდნობი, მე დავკარგავ კონტროლს. ამიტომ, უნდა დაგაჯერო, რომ ჩემს გარეშე სუსტი, არასტაბილური და არაფრის მქონე ხარ. მე ნელ-ნელა გაშორებ მეგობრებს და საყვარელ საქმეს, რათა არავინ დაგანახოს ის სიმართლე, რომელსაც მე საგულდაგულოდ ვმალავ.
მე ვიკვებები შენი დანაშაულის გრძნობით.

რაც უფრო მეტ ბოდიშს ვისმენ იმისთვის, რაც არ ჩაგიდენია, მით უფრო მშვიდად ვარ მე. შენი მუდმივი მცდელობა „გამოასწორო“ ჩვენი ურთიერთობა და იყო „კარგი“ - არის ის საწვავი, რომელიც ჩემს შინაგან სიცარიელეს ავსებს.

მე არასდროს ვაღიარებ რომ მართალი ხარ, რადგან ჩემს სამყაროში სხვისი სიმართლე ჩემი დამარცხებაა.

თუ ოდესმე მიხვდები, რომ პრობლემა ჩემშია და არა შენში, ჩემი ილუზორული სამეფო დაინგრევა. ამიტომ, ყოველთვის, როცა წასვლას ან საზღვრის გავლებას გადაწყვეტ, მე გადმოვაგდებ „სიყვარულის“ ნამცეცებს.

ცოტა ხნით გავხდები ისეთი, როგორიც თავიდან ვიყავი... ზუსტად იმდენ ხანს, რომ ისევ დაგიბრუნო იმედი და მერე ყველაფერს თავიდან დავიწყებ.

შენ არ გჭირდება ჩემი გაგება, რადგან მეც არ მესმის საკუთარ თავის.

ერთადერთი, რაც მე მინდა არის, რომ შენ დარჩე ილუზიაში, სადაც მე ვარ რეჟისორი, შენ კი ეჭვებით სავსე, მორჩილი მაყურებელი.

დაივიწყე, რომ ბოდიშს მოისმენ ჩემგან, მაგრამ მე ზუსტად ვიცი რა გტკენს, თუმცა მირჩევნია „ბოდიშის” მოლოდინში უფრო მეტი მცდელობა გქონდეს და უფრო დიდხანს დარჩე ჩემს სათამაშოდ.

სანამ შენს თავს ჩემს რეაქციებში ეძებ, მე ყოველთვის გამარჯვებული ვარ. თამაში მხოლოდ მაშინ სრულდება, როცა ხვდები, რომ ამ სცენიდან ჩამოსვლის უფლება გაქვს.

რა თქმა უნდა, მე გიღალატებ. ეს გარდაუვალია, რადგან ჩემი შინაგანი სიცარიელე ერთი ადამიანით არასდროს ივსება. მაგრამ როცა ეს მოხდება, ამასაც შენს წინააღმდეგ გამოვიყენებ და დაგაჯერებ, რომ ეს შენი ბრალია რომ შენ ვერ გამიგე, შენ ვერ მომეცი საკმარისი, რომ შენი სიცივით თუ უყურადღებობით სხვა გზა უბრალოდ არ დამიტოვე და შენ, შენი ჩვეული პასუხისმგებლობით, ამ ტვირთსაც საკუთარ თავზე აიღებ.

და როცა დავინახავ, რომ ბოლომდე გატყდი, როცა ტკივილისგან სულს ვეღარ ითქვამ და საბოლოოდ წასვლას გადაწყვეტ, მე ისევ შევცვლი ნიღაბს.

მე დავბრუნდები და გაჩვენებ, რომ „მიყვარხარ“.

რატომ? იმიტომ, რომ მე ძალიან კარგად მახსოვს, რა გგონია შენ სიყვარული. მე ზუსტად ვიცი, რომელ სიმებზე უნდა დავუკრა: განახვებ მოჩვენებით სისუსტეს, ვითომ სინანულს, დაგიბრუნებ იმ იდეალური დასაწყისის ილუზიას, რადგან ვიცი შენი ემპათია და მიმტევებლობა ამას წინ ვერ დაუდგება.

ასე დაგაბრუნებ უკან, რომ განადგურების ციკლი ისევ თავიდან დავიწყო.

სინამდვილეში, ყველაზე მეტად მე შენი სხეულის მეშინია. მეშინია იმ წამის, როცა შფოთვისგან გაქცევის ნაცვლად, სუნთქვას დაიმშვიდებ, ფეხქვეშ მყარ მიწას შეიგრძნობ და შენს ნამდვილ საყრდენს დაუბრუნდები.

როგორც კი შენს ინტუიციას და ფიზიკურ შეგრძნებებს ისევ ენდობი, როგორც კი მიხვდები, რომ შენი მთავარი ძალა ჩემში კი არა, შენს შიგნითაა, ჩემი ილუზია მყისიერად იმსხვრევა.

მე მხოლოდ შენი ეჭვების ხარჯზე ვარსებობ. როგორც კი შენს ნამდვილ ხმას დაიბრუნებ და საკუთარ თავს აირჩევ, მე უბრალოდ ვქრები“.

ასეთი გამოცდილების შემდეგ ადამიანები, სიყვარულს ნებდებიან და პირიქით მეგობრებო, თუ ასეთი „მონსტრი” შეგიძლია გიყვარდეს.

წარმოიდგინე, სწორ გარემო-პირობებში შენი სიყვარულის უნარი რამხელა ბედნიერების მომტანი იქნება როცა დაინახავ, რომ მას აფასებენ და უფრთხილდებიან.

შენ ახლა ზუსტად იცი შენი ფასი და ეს დასაწყისია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ფულის და დოკუმენტების დაკარგვა, უსიამოვნებები მგზავრობისას“ - 22 სექტემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით