
American Idol-ის ფინალი, კვირას, 21 მაისს გაიმართა. მეგა შოუში ნუცა ბუზალაძემ დიდ სცენაზე ცნობილ ვარსკვლავთან კაილი მინოუგთან ერთად იმღერა.
ახლახან მომღერალმა სოციალურ ქსელში კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ რა ხდებოდა „ამერიკის ვარსკვლავის“ სცენაზე, როდესაც ნუცა ბუზალაძე ქეტი პერისთან და კაილი მინოუგთან ერთად იმყოფებოდა.
„სცენის მიღმა ქეტი პერისთან და კაილი მინოუგთან ერთად.
ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ეს რეალურია, მაგრამ მე მჯერა, რომ როცა შენს ოცნებებზე ბევრს შრომობ, ის ახდება!!!მადლობა ჩემს americanidol ოჯახს და ჩემს საოცარ გულშემატკივრებს. მიყვარხართ სამუდამოდ“, - წერს ნუცა ბუზალაძე.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ნამდვილად თუ გწამს, უთხარი მთას რომ ზღვაში ჩავარდეს და ის ჩავარდება“ - გია მურღულია განწყობაზე
🔵ხონის მუნიციპალიტეტში კარანტინი დღეიდან ამოქმედდება - მიზეზი ცოფის ვირუსია