ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც საქართველოს პატრიარქს მისი დაცვის წევრები ემშვიდობებიან.
„ბიჭებს უნდათ დამშვიდობება, ვანო, მოდით“, - ცრემლნარევი ხმით დაიბუბუნა მეუფე შიომ. აქვითინებულმა, მთასავით ბიჭებმა მუხლი მოიდრიკეს პატრიარქის ცხედართან.
მისი დაცვის ბიჭები - ბიჭები, რომლებიც წლები იცავდნენ უწმინდესის უსაფრთხოებას... რა მძიმე სანახავი იყო ვაჟკაცი კაცის ცრემლი. თურმე კაცებიც ტირიან და მერე როგორ შეუძლიათ გლოვა“, - წერს ნინო ჯღარკავა.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
22 მარტს კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს