განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში, გია მურღულია სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების პორტუგალიასთან ისტორიულ გამარჯვებას გამოეხმაურა.
„რა მშვენიერი და ძლიერია გამარჯვებული საქართველო! - ყველა სფეროში ეს უნდა ვცადოთ და ერთიანობით, კომპეტენციით, ნებისყოფით, სიკეთით, სიყვარულითა და გონიერი გულით წარმატებას მივაღწიოთ.
არაფერია მიუღწეველი ქვეყნისთვის, რომელსაც თავისი ისტორიული ღირსების შეგრძნებით მომავლის შექმნა შეუძლია.
ქართველებო, დილა მშვიდობისა და გამარჯვების!“, - წერს გია მურღულია.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა და პლეიოფის საგზური მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა, 4 ქულა მოიპოვა და 1/8 ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხვიჩა კვარაცხელიას გოლი პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატის უსწრაფესი გოლების ხუთეულში შევიდა