Digest Logo

„...რადგანაც ერთიც და მეორეც განეშორნენ უწინდელს და შეუდგნენ ახალ საზრისს“ - გიორგი ლობჯანიძე პეტრეპავლობაზე

1783855178
გიორგი ლობჯანიძე

დღეს, 12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია პეტრეპავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„რა დღესასწაულსაც აღვნიშნავთ დღეს, „პეტრეპავლობას“ ზუსტად მასში დევს ადამიანური ცხოვრების მთელი ფილოსოფიური არსი და ამას ეწოდება ცვლილება, გარდაქმნა.

იმისთვის, რომ ჩასწვდეს ადამიანი რატომ ჰქვია მას პიროვნული გარდაქმნა, ამისთვის გულით უნდა იჯეროს და გაიაზროს ეს მოვლენები. პეტრე იყო, სვიმონი და დაერქვა პეტრე, ანუ კლდე. ხოლო პავლე კი იყო სავლე და დაერქვა პავლე, რადგანაც ერთიც და მეორეც განეშორნენ უწინდელს და შეუდგნენ ახალ საზრისს.

პეტრე, რომელიც კლდეა თავის რწმენაში და გამბედაობაში, მასაც კი ეშლება და ვარდება ცოდვაში, ღვთის სამჯერ უარყოფაში, ხოლო პავლე, რომელიც ჩინებული მწიგნობარია, მას მისი წარმართული ბუნება არ აძლევს უფლებას რომ ჭეშმარიტება იქადაგოს, მაგრამ ნათქვამია, თუ არ დაეცი ზოგჯერ ვერ გაიაზრებ და ვერ მიხვდები რა შეგეშალა. განსხვავებით იუდასგან, რომელიც შეცდომის მერე თავს იკლავს.

ასეა ჩვენი ცხოვრების სავალი ბილიკიც, მილიონჯერ რომ დაეცე, მილიონჯერვე უნდა წამოდგე ფეხზე. იქამდე, სანამ შენში სულიერი და მენტალური გარდაქმნის პროცესი არ ჩაირთვება.

სასოწარკვეთა და მსგავსად იუდასი თავის მოკვლა არაა გამოსავალი, განსაცდელი იმისთვის ეშვება ადამიანზე რომ ის ბევრად უკეთესი გახდეს უწინდელზე და შეცვალოს რაღაც!

ხანდახან რთული მომენტების სახით მოდის ზუსტად დიდი ტრანსფორმაციული გარდაქმნები, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ხოლო ეს ორი მოციქული მათი საქმისამებრ დასტურია ამ ფილოსოფიური მექანიზმისა.
გილოცავთ!

ასევე, დღეს ერთ-ერთი უდიდესი წმინდა ბერის, ბერი პაისის ხსენების დღეა! გეპოვოთ შეცდომები, პრობლემის არ აღიარება უფრო დიდ პრობლემას წარმოშობს და მხოლოდ გაზრდის მტკივნეულ განსაცდელს იქამდე, სანამ არ შევიცვლებით.

და დაიმახსოვრეთ, რომ ცხოვრება - ცვლილებაა. ან საფეხურობრივად ადიხართ მაღლა ან ჩამოდიხართ დაბლა.
საშუალო რგოლი არ არსებობს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 12 ივლისის ენერგიებზე

„წარმატებით დასრულებული საქმე მოგიტანთ მატერიალურ სარგებელს, პრემიას...“ - 12 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი

2026 წლის ივლისის „ფულის ცხრიანის“ ყველაზე ძლიერი თარიღები