მუსიკოსი და კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ქადაიფის, ხრაშუნა ბაქლავის რეცეპტს გვიზიარებს:
„ესეც ნაღდი ქადაიფი, ხრაშუნა ბაქლავა.
ავწეწოთ ქადაიფი, ჩავპრესოთ მრგვალ ჭიქაში, მოვასხათ კარაქი, დავაყაროთ გატარებული ნიგოზი დავფაროთ ისევ ქადაიფით, კიდე მოვასხათ კარაქი, კარგად დავპრესოთ და ამოვაბრუნოთ, საცხობ ლანგარზე.
რომ დაიბრაწება, მოვასხათ შერბეთი ანუ სიროფი 300 გრ შაქარი+150 გრ წყალი. ვადუღოთ და ოდნავ რომ შესქელდება, მოვასხათ ამ ჩვენს ქადაიფს. რაის დუბაის შოკოლადი, ეს არის რაც არის“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სოსო გოგაშვილმა ციხიდან უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩააბარა
⭕„მიხარია ამ გოგოს ბედნიერება“ - მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი ერთობლივ ფოტოს აქვეყნებენ