Digest Logo

„რევოლუცია არ შედგება, არც დამხობა და არც ხელისუფლების ცვლილება, ერთი მარტივი მიზეზის გამო“... - რას წერს ნათია ბერიძე

1678427737
ნათია ბერიძე

„ტყუილად ხარჯავთ იმ დროს, რასაც ახლა წიგნის კითხვაში უნდა ატარებდეთ, რომ ოდესმე ჭკუით და ცოდნით მაინც შეძლოთ რამეს მიაღწიოთ“ - ასე ეხმიანება ჟურნალისტი ნათია ბერიძე საქართველოში ახალგაზრდების პროტესტს, რომლებიც ხელისუფლებისგან ე.წ. რუსული კანონის ჩაგდებას მოითხოვენ.

🔵„ამის დაძახილზე რომ გახვალ ბიძიკო, ევროპაში კი არა ყანაში არ ხარ შესაშვები“ - რას წერს ნათია ბერიძე

„რევოლუცია არ შედგება, არც დამხობა და არც ხელისუფლების ცვლილება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, არცერთს იდეოლოგია არ გააჩნია!

ეკითხები, რა ნაწილში აპროტესტებ კანონს, რომელი მუხლი ან პუნქტია ანტისახელმწიფოებრივი, რუსული ან ანტიქართული?!

არცერთმა არ იცის! კითხვაზე პასუხი არ აქვთ. მაშინვე გინებაზე გადმოდიან და აგრესიულები ხდებიან. როცა იბრძვი აუცილებელია იდეოლოგია გაგაჩნდეს რომელიც მუხტს მოგცემს.

რომ გაგაღვიძონ უნდა შეგეძლოს უთხრა რისთვის იბრძვი, ოღონდ იი პუტინისტებო ლუსეთის მონებოთი კი არა, არგუმენტებით, დასაბუთებულად. ჩვენც ვიბრძოდით თავის დროზე, რეჟიმის წინააღმდეგ, ოღონდ ჩვენ ზუსტად ვიცოდოთ რა გვინდოდა, რა არ მოგვწონდა, რას ვებრძოდით. ვერასოდეს, ვერცერთი მომიტინგე ახალგაზრდისგან დაუსაბუთებელ ფრაზას ან ბრალდებას ვერ მოისმენდით. ახლა მხოლოდ ფეისბუკზე ბოღმის ნთხევა, გინება, „დაჰაჰავება“ „დატირება“ იციან. ნერვებს ვერ თოკავენ, ვერ მიყვებიან გეგმას იმიტომ რომ არ აქვთ. იდეა, აი რა არის მთავარი. არგუმენტირებული იდეა! ჩვენ გვქონდა იდეა! ვიცოდოთ, ვიბრძოდით, მოვიგეთ! თქვენ არ იცით, შესაბამისად ვერ იბძვით და ვერც გაიმარჯვებთ!

ტყუილად ხარჯავთ იმ დროს რასაც ახლა წიგნის კითხვაში უნდა ატარებდეთ რომ ოდესმე ჭკუით და ცოდნით მაინც შეძლოთ რამეს მიაღწიოთ“, - წერს ნათია ბერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„როგორც თევზი წყალში ისე ვგრძნობ თავს, როდესაც სიტუაცია დაძაბულია“ - ლალი მოროშკინა

🔵„როგორ ეძინათ ნეტა ქვეყნის 78 მტერს - საბანი რომ წაიფარეს და მარტონი დარჩნენ სინდისთან ?“ - ბაია დვალიშვილი