გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც იგი ტკივილგამაყუჩებლის სწრაფ მოქმედებაზე საუბრობს:
„როგორ დავაჩქაროთ საგრძნობლად ტკივილგამაყუჩებლის მოქმედება:
John's Hopkins University-ს კვლევამ გვაჩვენა, რომ თუ ტკივილგამაყუჩებელი აბის მიღების შემდეგ მარჯვენა მხარეზე დაწვებით 8-10ჯერ უფრო სწრაფად იმოქმედებს ეს აბი (10 წუთში) და გააყუჩებს ტკივილს, ვიდრე მარცხენა მხარეზე წამოწოლის შემთხვევაში(100 წუთში).
მარჯვენა მხარეზე წამოწოლა ანატომიურად აადვილებს პერორალურად მიღებული აბის მაქსიმალურად სწრაფად მოხვედრას წვრილ ნაწლავში, სადაც ხდება მედიკამენტის შეწოვა და სისხლში გადასვლა.
თუ უფრო სწრაფი მოქმედებაა საჭირო, ცარიელი კუჭი და ბევრი წყალი ხელს უწყობს დაჩქარებას.
უბრალოდ მჟავე ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (ასპირინი, იბუპროფენი, დიკლოფენაკი, ნიმესილი, ციტრამონი) სჯობს მთლად ცარიელ კუჭზე არ მიიღოთ“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ხელსაყრელია მავნე ჩვევების მოშორება, განქორწინება“ - 16 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით