როგორია ძლიერი პიროვნება?
ძლიერი პიროვნება - ეს არ არის მხოლოდ მტკიცე ხასიათის ან ურყევი თავდაჯერებულობის მქონე ადამიანი.
ეს არის რწმენის, ემოციური მდგრადობისა და გაცნობიერებული მოქმედებების ღრმა, მთლიანი სისტემა.
ძლიერი პიროვნება ასეთად არ იბადება ის ყალიბდება გამოცდილების, რეფლექსიისა და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობის შედეგად.
როგორ ამოვიცნოთ ან გავხდეთ ასეთები?
ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. ძლიერი ადამიანი თავის წარუმატებლობაში არ ადანაშაულებს გარემოებებს ან სხვა ადამიანებს. მას ესმის, რომ რთულ პირობებშიც კი აქვს არჩევანი როგორ მოახდინოს რეაგირება, რა გადაწყვეტილებები მიიღოს და საით წავიდეს.
საჭიროა ემოციური მდგრადობა რაც, არ გულისხმობს ემოციების არქონას, არამედ მათი განცდის უნარს ისე, რომ არ მისცეს მათ ქცევის მართვის უფლება. ძლიერ პიროვნებას შეუძლია სტრესთან გამკლავება, არ ვარდება პანიკაში და არ თრგუნავს გრძნობებს, არამედ აცნობიერებს და გარდაქმნის მათ.
სტრატეგიების შეცვლის, შეცდომებზე სწავლისა და ახალ პირობებთან მორგების უნარი შინაგანი „ღერძის“ დაკარგვის გარეშე ხდება. ძლიერი ადამიანები არ ებღაუჭებიან დოგმებს ისინი კრიტიკულად აზროვნებენ და მზად არიან გადახედონ თავიანთ შეხედულებებს.
აქვთ მკაფიო საზღვრები, მათ იციან, სად მთავრდება მათი ინტერესები და სად იწყება სხვისი. შეუძლიათ თქვან „არა“ დანაშაულის გრძნობის გარეშე და არ აძლევენ სხვებს საკუთარი თავით მანიპულირების საშუალებას.
მიზანდასახულობა ფანატიზმის გარეშე !
ძლიერი პიროვნება ისახავს მიზნებს და მიიწევს მათკენ, მაგრამ არ ხდება მათი მძევალი. თუ გზა ჩიხში შედის, მას შეუძლია გადახედოს პრიორიტეტებს თვითგანადგურების გარეშე.გამომუშავებულია ემპათიის უნარი საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე, მათ შეუძლიათ სხვების გრძნობების გაგება, მაგრამ არ იკარგებიან მათში. ეხმარებიან ისე, რომ არ ხდებიან „მაშველები“ და მხარს უჭერენ საკუთარი ფასეულობების მსხვერპლად შეწირვის გარეშე.
უმნიშვნელოვანესია თვითრეფლექსია. საკუთარი ქმედებების, მოტივებისა და შეცდომების მუდმივი ანალიზი. ძლიერ ადამიანებს არ ეშინიათ სისუსტეების აღიარების და მათზე მუშაობის. ყველაზე ძლიერ საყრდენს იძლევა, დამოუკიდებლობა გარეშე შეფასებისგან. მათი თვითშეფასება არ ირყევა ქების ან კრიტიკის გამო. მათ იციან საკუთარი ფასი და არ სჭირდებათ მუდმივი დასტური გარედან.
და ბოლოს, სიმამაცე, იყო ის, ვინც ხარ! ისინი არ თამაშობენ როლებს, არ ერგებიან საზოგადოების მოლოდინებს და არ ეშინიათ საკუთარი ინდივიდუალობის გამოვლენის, მაშინაც კი, თუ ის ნორმებში არ ჯდება. საბოლოო ჯამში, სიძლიერე არ ნიშნავს იმას, რომ არ გტკივა, არ გეშინია ან არ ცდები.
მყარად დგომა ნიშნავს, რომ შენი შინაგანი ხმა უფრო ხმამაღლა ჟღერს, ვიდრე გარე სამყაროს ხმაური. ეს არის უნარი, იყო საკუთარი თავის საუკეთესო მოკავშირე ნებისმიერ ქარიშხალში.
გახსოვდეს: არ არის აუცილებელი იყო უნაკლო, რომ იყო ძლიერი. მთავარია, გქონდეს გამბედაობა, ყოველდღე აირჩიო საკუთარი თავი და განაგრძო ზრდა.
შენი ძალა შენს სიმართლეშია და მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვერ ამოგიცნობს. მზად იყავი, რომ შენს გვერდით მხოლოდ მდგრადი და გაცნობიერებული ადამიანებისთვის დარჩება ადგილი და ვერ გამოგყვება ის ვინც, გარედან იმართება.
ასევე დაგაინტერესებთ: