Digest Logo

🎥 „როცა გავიგე, ბიჭს ველოდებოდი, მუცელშივე დავარქვი სახელი ჩემი პატრიარქის სიყვარულით, ილია...“ - ქეთი ჩხაიძის ემოციური ვიდეომიმართვა

1774202628
ქეთი ჩხაიძე

საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

უწმინდესი სიონის ტაძარში სამების ტაძრიდან მსვლელობით გადაასვენეს. პატრიარქი სასულიერო პირებმა, მრევლმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საგანგებოდ ჩამოსულმა დელეგაციებმა, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, გზად მოწყობილ დერეფანში განლაგებულმა ჯარმა გააცილა.

პატრიარქის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მომღერალი ქეთი ჩხაიძე გამოეხმაურა და ემოციური ვიდეომიმართვა გაავრცელა:

„სიცოცხლეში რატომ არ აფასებდით პატრიარქსო, ვიღაცამ დაწერა და გამიჩნდა სურვილი, ჩამეწერა პატარა ვიდეო.

10 წლის წინ, როცა ორსულად ვიყავი და გავიგე, ბიჭს ველოდებოდი, მუცელშივე დავარქვი სახელი ჩემი პატრიარქის სიყვარულით, ილია. დარწმუნებული ვარ, ახლა ძალიან ბევრი ილია დაიბადება და ეს ძალიან სასიხარულოა.

ჩემი ილია ხვალ 10 წლის ხდება. ძალიან სხვანაირი დაბადების დღეა, რადგან ეს დღეები თვალზე ცრემლი არ შემშრობია, ძალიან რთული აღმოჩნდა. მეგონა, ყოველთვის იქნებოდა. ძალიან მეტკინა გული.

სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი პატრიარქი, ჩემი სიყვარული უსაზღვროა“, - ამბობს ქეთი ჩხაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„ეპოქა, რომელიც პატრიარქმა შექმნა, არის საფუძველი საქართველოს სულიერი განახლების, მართლაც მძიმე იყო ჯვარი, რომელიც მან, თითქმის ნახევარი საუკუნე ატარა“ - ირაკლი ჩიხლაძის ემოციური მონოლოგი

სიონის ტაძარი, სადაც ილია მეორე დაკრძალეს, დღეს 22:00 საათამდე იქნება ღია, ხვალ კი 08:00 საათიდან გაიღება