საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც იგეგმება აქციებზე მუხტის ასაწევად „საკრალური მსხვერპლის“ ტექნოლოგიის რეალიზება.
როგორს სუსი განცხადებაში აღნიშნავს, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი.
ხათუნა ხოფერიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„S O S!
საკრალური მსხვერპლზე ნადირობა დაიწყო!
ჩემო მეგობრებო, მეგობრის შვილებო, მოყვრებო და მტრებო, ვინც აქციებს ესწრებით!
გთხოვთ გაფრთხილდით!
მოერიდეთ, განსაკუთრებით, მიმდებარე ქუჩებზე სიარულს. თუ მაინც მოგიწევთ გავლა, ჩართეთ ლაივები და ისე იმოძრავეთ!
ვიცი, რომ გეტყვიან თქვენი ლიდერები, თითქოს ეს გაფრთხილება კეთდება იმის გამო, რომ ბევრნი ხართ და შიშით გაიძულონ არ მიხვიდეთ აქციებზე. არ დაუჯეროთ!!!.. არ ხართ თქვენ ის კრიტიკული მასა, რომელიც შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს ჩვენთვის - თქვენი მოწინააღმდეგეებისთვის!
უბრალოდ გთხოვთ, სიფრთხილით, გონივრულად დაიცავით თავი და ნუ გახდებით საკრალური მსხვერპლი!“,- წერს ხათუნა ხოფერია.