Digest Logo

„სააკაშვილის ოჯახმა დაიქირავა ლობისტური კომპანია. ფული გადაიხადეს სტატიებში და აბოლებენ, ვითომ...“ - რას წერს ავთანდილ გიუნაშვილი

1670316016
ავთანდილ გიუნაშვილი

DIASPORA.GE-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბერძნულ პრესაში საქართველოს ექსპრეზიდენტის მოწამვლის შესახებ სტატიები გავრცელდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის დაკვეთით დაიწერა.

„სამწუხაროდ, ბერძნულ პრესაში გავრცელდა სტატიები რომ სააკაშვილი „სავარაუდოდ მოწამლულია“, რაც ცალსახად არის ჩვენი სახელმწიფოს მიმართ გაცხადებული მტრობა და შეურაცხყოფა !

ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ემთხვევა იმ დადასტურებულ ფაქტს, რომ სააკაშვილის ოჯახმა დაიქირავა ლობისტური კომპანია, რომელიც საერთაშორისო მედიაში სააკაშვილის „მდგომარეობის" აფიშირებაზე იზრუნებდა.

ამასთან, ეს სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება კიდევ ერთ ფაქტს ცხადყოფს თუ როგორ ექცევიან თავისსავე მხარდამჭერებს, ფული გადაიხადეს სტატიებში და აბოლებენ, ვითომ რატომღაც ეს ლობისტური კომპანიის დამსახურება კი არა, ამ გამოცემების რედაქტორ - ჟურნალისტების ერთდროულად აღშფოთების შედეგია.

საქართველოს და ქართველი ხალხის ღირსება ამ სიცრუით რასაკვირველია ვერ დაზიანდება ვინაიდან ამ სტატიების სანდოობა და ,,ვითომ სიმართლე " ყველამ იცის, რომ დგას სიცრუეზე და მისი გადამოწმებაც ძალიან მარტივია“, - წერს ავთანდილ გიუნაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ბაბი კირკიტაძე და თათა გიორგობიანი „ცეკვებში“ მოსაგებ ბინას ინაწილებენ: „მისაღები შენია, საძინებელი ჩემი...“

🔵🎥 „ეს ნომერი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ნომერი იქნება…“ - ბაბი კირკიტაძის ცეკვამ დარბაზი აატირა

🔵🎥 თათას შემდეგ, ამჯერად ბაბიმ მას მოჰპარა პარტნიორი - რა ვიდეოს აქვეყნებს მომღერალი?