ტრანსგენდერი ქალი ლორენ მასხულია სოციალურ ქსელში წერს - „საერთოდ არ არის სავალდებულო, ვუყვარდეთ ყველას!!!“ და ამ პოსტს ფოტოებს ურთავს, სადაც საქორწილო კაბაშია გამოწყობილი.
ცნობისთვის, ლორენი რომელიც ცნობილია თავისი ეპატაჟური გამოხატვითა და საჯარო აქტივობით, საზოგადოება ადრე გიორგი მასხულიას სახელით იცნობდა, ხოლო ახლა მან საკუთარი იდენტობა საჯაროდ გამოამჟღავნა და ხშირად საუბრობს საკუთარ გარდასახვის პროცესზე.
იგი აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს, სადაც არა მხოლოდ საკუთარი გარეგნული იმიჯისა და ესთეტიკის შესახებ წერს და ფოტოს აქვეყნებს, არამედ საუბრობს მიღებაზე, სიყვარულსა და პიროვნულ თავისუფლებაზე. მისი პოსტები ხშირად ეპატაჟური და საზოგადოებრივი დისკუსიის საგანია.




