ქართველმა მოცეკვავემ სალომე ჭაჭუამ ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა. ის პროექტიდან ტანგოს ტურის შემდეგ გავარდა.
აღნიშნულის შემდეგ მან სოციალურ ქსელში პირველი კომენტარი გააკეთა და მეწყვილეს მადლობა საჯაროდ გადაუხადა.
„ტანგოს კვირა. ასეთი საოცარი მოგზაურობა გვქონდა… პოლ, დიდი მადლობა, წარმოუდგენელი ადამიანი ხარ, ჩვენ ძალიან გავერთეთ ერთად (პუმბა). ძალიან მადლობელი ვარ თქვენი ასეთი დიდი მხარდაჭერის.
მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც მუშაობს ამ ბრწყინვალე შოუზე. მიყვარხართ“, - წერს სალომე ჭაჭუა.
View this post on Instagram
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბოლო სერიაში ერთად რჩებიან ეს ორი, ძალიან უხდებით“ - სალომე ჭაჭუას ვიდეომ საზოგადოება აალაპარაკა