Digest Logo

„სამართლიანი იქნება, საქართველოში არსებობდეს ლეგალიზებული პროსტიტუცია“ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე როენა ხუცურაულის გარდაცვალებას ეხმაურება

1686581298
დეკანოზი ილია ჭიღლაძე

როენა ხუცურაული, ზედმეტ სახელად „მამიდა“ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალური ქსელით როენა ხუცურაულის („მამიდას“) გარდაცვალებას ეხმაურება და წერს, რომ სამართლიანი იქნებოდა საქართველოში არსებობდეს ლეგალიზებული პროსტიტუცია, რომელსაც ჯანდაცვა გააკონტროლებდა.

საქართველოს მთავარი „მამაშა”, ანუ ქვეყნის მთავარი როსკიპი (ანუ ბ@ზი) გარდაცვლილა დღეს და გული დამწყდა ნამდვილად. არ ვიცნობდი, მაგრამ შემებრალა სიკვდილისათვის. ღმერთმა აცხონოს! ქრისტეს სიტყვებისა არ იყოს: „დაე, ვინც უცოდველია პირველი ქვა მან ესროლოს”.

მე რა მიკვირს, ბორდელის მოწყობა სისხ. სამართლის დანაშაულია საქართველოს კანონმდებლობით და მას რატომ არ იჭერდნენ?!

ეს შერჩევითი სამართალი რა უბედურებაა და ვინ კრიშავდა მას ამდენი წლის მანძილზე? ( *დამატება: 2019 ში ცოტა ხნით დაუჭერია ქოცხელისუფლებას და მალევე გამოუშვიათ.

დაჭერა ბუნებრივია პიარისთვის იყო: ჩვენ ვიცავთ მორალს და მორწმუნეები, ტრადიციონალისტები ვართო. მასაზე გათვლილი აფიორა. ყველამ გაიგო დაჭერა, გამოშვება კი ძალიან ცოტამ).

ვფიქრობ, ცივილიზებული და სამართლიანი იქნება არსებობდეს ლეგალიზებული და ჯანდაცვის მიერ კონტროლირებული პროსტიტუცია საქართველოში, ვიდრე იატაქვეშა პროსტიტუციის მაფია, რაც გვაქვს ქვეყანაში ათწლეულებია.

პროსტიტუციის საკანონმდებლო რეგულირება და ადამიანის უფლებად მისი ცნობა, არც ქრისტიანულ მორალს ეწინააღმდეგება, ყველა თავად აგებს პასუხს თავის პირად ცოდვებზე ღვთის წინაშე და ადამიანი თავის არჩევანში თავისუფალია.

ეს ეწინააღმდეგება მხოლოდ ფარისევლობის და სიბრმავის ტრადიციას, რას ასე შეიყვარა ქართველი ერის დიდმა ნაწილმა განსაკუთრებით ბნელი და ფარისეველი ფსევდო მღვდელმთავრების და მღვდლების წყალობით.

ასევე კანონმდებლობით რეგულირებული პროსტიტუცია ბევრად უკეთესად მოექცევა სასურველ ჩარჩოებში (ჰიგიენის, მედიცინის, ასაკობრივი ზღვრის მხრივ – ანუ უსაფრთხოება და ჯანდაცვა), ვიდრე ახლა ხდება იატაკქვეშეთში“, – წერს სასულიერო პირი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 მამა სერაფიმეს სულისშემძვრელი გალობა - რა ვიდეოს აქვეყნებს ირაკლი მაქაცარია

🔵„5 წელიც გავიდა...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნოდარიკო ხუციშვილი

🔵„კვირა დღეს სავსე მთვარეს აჩვენეთ მეტალის ფული“ - მიხეილ ცაგარელი