დები 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისში, ერთი თვის წინ დაშავდნენ. ისინი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში არიან.
ოჯახს ფინანსური დახმარება ესაჭიროებოდა, რის გამოც საზოგადოება გაერთიანდა.
ნიაკოს დღეს დაბადების დღე აქვს, ის 16 წლის გახდა. დედამ მას სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით მიულოცა.
„ნია 16 წლის... დაბადების დღეს გილოცავ.
მინდა უსასრულოდ და მთელ სამყაროს გავაგებინო როგორი შვილი ხარ.
ერთეულები თუ დადიან შენნაირები.
შეუფასებელი ადამიანი, შვილი, მოსწავლე, მეგობარი ხარ. ყველგან და ყოველთვის გამორჩეული
და ახლაც სამყაროს, დედამიწას დაუმტკიცე, რომ შენნაირი ძლიერი ადამიანი იშვიათია.
მზის გოგო ხარ, შენს გამო შევძლებ შეუძლებელს.!!!!“, - წერს სოფიო ხარშილაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ - 2025 წლის ძირითადი ტენდენციები
⭕ გველის წელი 2025 - რას მოგვიტანს მწვანე ანუ ხის გველი?
⭕ როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი - ნახეთ, უახლესი პროგნოზი