საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში გიორგი მიქაუტაძის დუბლით 2:0 გაიმარჯვა. ეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიაში მე-100 მოგება იყო.
გიორგი მიქაუტაძემ მატჩის შემდეგ ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზედაც წერს:
„სანაკრებო პაუზა გამარჯვებით დასრულდა.
მადლობა მხარდაჭერისთვის.
ახლა კლუბში დაბრუნების დროა“, - წერს გიორგი მიქაუტაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა პირველი გოლი 71-ე წუთზე გაიტანა. გიორგი მიქაუტაძემ მოპოვებული პენალტი ზუსტად დაარტყა. 84-ე წუთზე კი ნიკა გაგნიძის გადაცემით დუბლი შეასრულა და 23 გოლით ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში ხვიჩა კვარაცხელიას გადაასწრო, შოთა არველაძეს კი მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩება.
საქართველოს ნაკრებმა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, შემდეგ შეხვედრას კი ვილი სანიოლის გუნდი 2 ივნისს რუმინეთთან თბილისში გამართავს.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მამაო, ვლოცულობ და არ მისრულდება...“ - რას ჰყვება დეკანოზი თეოდორე გიგნაძე