Digest Logo

🎥 „სანამ სხვის პირად სივრცეში შეიჭრები და რაიმე ცუდს დაწერ, ერთი წამით გაჩერდი და ჰკითხე საკუთარ თავს...“ - Abagael Bug-ი ვიდეომიმართვას ავრცელებს

1774626477
 Abagael Bug

„ინტერნეტში თითქოს დავივიწყეთ ერთმანეთის მოსმენა, მაშინვე სალანძღავად მივიწევთ. სანამ სხვის პირად სივრცეში შეიჭრები და რაიმე ცუდს დაწერ,ერთი წამით გაჩერდი და ჰკითხე საკუთარ თავს -  ეს უკეთეს ადამიანად გაქცევს?“, - ამ თემაზე ვიდეოს სოციალურ ქსელში ეზოთერიკოსი Abagael Bug-ი ავრცელებს:

„ხშირად ვხედავ კომენტარებს ჩემი პოსტების ქვეშ. ხშირად ვაწყდები ამორალურ და დაუნდობელ სიტყვებს. ასეთ დროს პირველი რეაქცია ყველასთვის ადამიანურია: გაოცება, გულის ტკივილი და იმედგაცრუება,

 თუმცა ბოლო დროს ძალიან მნიშვნელოვან რამეს მივხვდი: ჩემთვის მტკივნეული ის ტალახი კი არ არის, რასაც ამ კომენტარებში ისვრიან, არამედ იმ ადამიანების სულიერი და ემოციური მდგომარეობა, ვინც ამას წერს. როგორი უნდა იყოს იმ ადამიანის შინაგანი სამყარო რომელიც იღვიძებს, უყურებს სხვის ნაშრომს, სხვის ფიქრს და უჩნდება სურვილი ტკივილი მიაყენოს მას. თითქოს შხამით ვართ სავსე.

ფსიქოლოგიის დაუწერელი კანონია, რომ ადამიანი იმას უზიარებს სხვებს, რითაც თავად არის სავსე. ანუ რა მდგომარეობაც აქვს შინაგანად. როცა ამ ბოღმას უცნობი ისვრის, ეს მისი დახმარების უხმო ყვირილია. ბევრი ბედნიერი რეალიზებული ადამიანი, რომელიც საკუთარ თავთან ჰარმონიაშია, ერთ წამსაც არ დაკარგავს სხვის დასამცირებლად. ეს ვირტუალური სისასტიკე არის, მათი შინაგანი ენერგიის პირდაპირი ანარეკლი. ეს ადამიანები მე კი არ მელაპარაკებიან, საკუთარ თავს ელაპარაკებიან და ცდილობენ საკუთარი ძალაუფლება წარმოაჩინონ“, - ამბობს Abagael Bug-ი ვიდეოში.

ვრცლად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გახარებული და ბედნიერი იყავი...“ - როგორ აღნიშნა ქრისტინე იმედაძემ იუბილე

⭕„თუ ქუჩაში მიდიხარ და ხედავ ბუმბულს, რომელიც მიწაზე დევს...“ - ნიშნები, რომლებიც უნდა ისწავლო და შეამჩნიო: რჩევები ეზოტერიკოსისგან

⭕„იხარეთ და იბედნიერეთ“ - ანა შელია ოჯახურ კადრებს გვიზიარებს