Digest Logo

🎥 „საოცარია, როგორ შეიძლება, ერთმა გარემოებამ ასე გაგახსენოს შენი თავი“ - 10-წლიანი პაუზის შემდეგ სალი წვერავა პოდიუმზე დაბრუნდა

1778479821
სალი წვერავა

ცნობილი ინფლუენსერი, 29 წლის სალი წვერავა 10-წლიანი პაუზის შემდეგ პოდიუმზე დაბრუნდა. 

ამის შესახებ მან ინფორმაცია გამომწერებს სოციალურ ქსელში გაუზიარა და საკუთარ ემოციებზე საჯაროდ ისაუბრა:

„10 წლიანი პაუზის შემდეგ პოდიუმზე დაბრუნება… 

ემოციებით სავსე დაბრუნება იმ სივრცეში, სადაც ყოველთვის ყველაზე ბედნიერად, თავდაჯერებულად და ლამაზად ვგრძნობდი თავს.

საოცარია, როგორ შეიძლება ერთმა გარემოებამ ასე გაგახსენოს შენი თავი და თავიდან შეგაყვაროს ის, რაც ოდესღაც ძალიან გიყვარდა…

სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ თბილ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი…  

თითოეული კომპლიმენტი, თითოეული თბილი სიტყვა და მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.  

მადლობა უდიდესი ყველას და მიყვარხართ ძალიან“, - წერს სალი წვერავა. 

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/share/r/1B7NAwoe4P/

სალი ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა განხილვის თემა - ცოტა ხნის წინ მან ერთ-ერთი დიდი ოცნება აიხდინა და მკერდის იმპლანტებით გარეგნული ცვლილება შეიტანა. როგორც თავად აღნიშნავდა, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის გააზრებული ნაბიჯი იყო და მას თავდაჯერებულობა შემატა. 

სალი წვერავა „იუთუბერის“, ფოტოგრაფისა და ვიდეოგრაფის გიორგი ჯობავას ცოლია. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ, სალის პირველი ქორწინებიდან ერთი გოგონა ჰყავს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ გარბიხარ მაშინ, როცა ყველაფერი კარგად არის და როდის ირჩევ ქაოსს სიმშვიდის ნაცვლად? - ქეთევან ჯანდიერის განმარტება

„ხელსაყრელია ქორწილი, ბიზნესის გახსნა, დოკუმენტების ხელმოწერა...“ - 11 მაისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

„სიმბოლოა ორმაგი ძალის, მხარდაჭერისა და იმპულსის...“ - რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება 11 მაისს?