ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებლების კონკურსში მონაწილეობს, მიმართვას ავრცელებს.
როგორ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, მან ხმების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
„სასწაულები ხართ, მეტირება.
ჩემო ყველაზე გულიანებო, კეთილებო, ლამაზებო, ერთგულებო, მიუხედავად იმისა რომ დაუსრულებელი კონკურსია არ დაიღალეთ ყოველ დღე მე გაგხსენებოდით და ჩემთვის ბედნიერება მოგეტანათ… როგორ ან რით გადაგიხდით მადლობა და ამაგს არ ვიცი, მაგრამ ვეცდები სულ, ყველგან და მთელი ცხოვრება იმედი არასდროს გაგიცრუოთ. დიდი მადლობა, რომ ასე უანგაროდ შემიყვარეთ და მიმიღეთ.
პირველ ადგილზე გადავინაცვლეთ, მადლობა! მადლობა და მადლობა!“, - წერს ნინი შერმადინი.
ასევე დაგაინტერესებთ:
გიორგი გასვიანი მეუღლესთან ერთად გრიგოლეთში ისვენებს - ტელეწამყვანი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
„ამდენი წამების შემდეგ, დღეს სახლში დაბრუნდები, ჩემო გიო“ - 4 წლის ბავშვის ცხედარი იდენტიფიცირებულია
🎥 „ამინდი გაფანტულია, ღამის სიჩუმეც“ - ლელა წურწუმიამ ზაფხულის სეზონი გრანდიოზული კონცერტით დაასრულა