PosTV-ის დამფუძნებელი, ჟურნალისტი შალვა რამიშვილი მესამედ დაქორწინდა. მისი რჩეული მარიამ ტარიელაშვილია. წყვილის ჯვრისწერიდან კადრები ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შალვას რჩეული ერთ-ერთ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მუშაობს.
მანამდე შალვა რამიშვილი ორჯერ უკვე იყო დაოჯახებული. პირველი მეუღლე თეა აბაშმაძე გახლდათ, რომელთანაც სამი ვაჟი ჰყავს. მეორედ რამიშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხატია ეკიზაშვილზე იქორწინა. ეკიზაშვილი ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ მენეჯერია. წყვილს ერთი საერთო შვილი ალექსანდრე რამიშვილი ჰყავს. მათი ოჯახი ქორწინებიდან რამდენიმე წელში დაინგრა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა“ - ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი